29/12/15 ბოლო დღეს ლიდერთა მატჩია

გრძელდება ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატის ტური აღმოსავლეთ საქართველოს 4 გუნდს შორის. 2-2 მოგებით ლიდერობენ სტუ და პეგასი და მესამე დღეს ერთმანეთში თამაშობენ. მატჩი სპორტკომპლექს არენაში 14 საათზე დაიწყება.

 

სტუ-მ ტურის მეორე დღეს პირველი ტაიმი 20-15 მოუგო თელავის იმედს, ისევე როგორც წინა დღეს, მწვრთნელმა მეორე ნახევარში დაასვენა ლიდერები, მეტოქეს წამოწევის საშუალება მისცა და ბოლოს ხუთბურთიანი სხვაობა ისევ აღადგინა – 34-29.

პეგასს გაუჭირდა – პირველ ტაიმში 5 ბურთით უგებდა ქარიშხალას, მაგრამ ბოლოსკენ, საკუთარი შეცდომების გამო,  ერთბაშად გაეპარა მეტოქის ზედიზედ რამდენიმე სწრაფი გარღვევა, ბოლო წამებზე კი გიგი ფერაძემ საკუთარი ნახევრიდან გადაუდგო ბურთი თავზე წინ გამოსულ მეკარეს. ტაიმი ქარიშხალამ მოიგო – 21-18.

შესვენების შემდეგ უკვე ქარიშხალა გავიდა წინ 5 ბურთით, 45-ე წუთისთვის კი პეგასმა დაიყვანა სხვაობა  ერთამდე – 29-30, დასრულებამდე 8 წუთით ადრე ზარნაძემ შვიდმეტრიანიდან გაათანაბრა – 34-34, ხოლო ქარიშხალას ზედიზედ ორი გაძევების შემდეგ გოგავამ წინ გაიყვანა პეგასი – 36-35.  ქარიშხალას გათანაბრების ბოლო შანსი დასრულებამდე 4 წუთით ადრე ჰქონდა, მაგრამ მეკარე ცინცაძემ შვიდმეტრიანი აუღო შევჩენკოს.  პეგასმა 39-36 მოიგო.

ოთხშაბათს ტური დასრულდება ქარიშხალა – იმედისა და სტუ – პეგასის მატჩებით, ხოლო შეჯიბრება გაგრძელდება 2016 წელს. 8 გუნდი გამართავს ორ წრეს (14-14 მატჩი), 4 საუკეთესო კი მედლებისთვის ბრძოლას ფინალური ოთხეულის ფორმატით გააგრძელებს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი, კაცები, 2015-16

28-30 დეკემბერი, თბილისი, სპორტკომპლექსი არენა

29 დეკემბერი. იმედი თელავი – სტუ  29-34

სტუ: ტორონჯაძე, ა. მღებრიშვილი – ორჯონიკიძე 13, სტურუა 10, ჯორბენაძე 6, ჭელიძე 4, სამიტაშვილი 1, მ. კობახიძე, არსენაშვილი, ბაზანოვი, ჩაკვეტაძე, ოსიყმაშვილი, ზაალიშვილი,  აბდულაევი, აგაჯანოვი

იმ: ხარაიშვილი, ლორია  – ზ. იობაშვილი 10, ცისკარიშვილი 5, მიქავა 4, ბაინაზიშვილი 4, ნარსია 1, დოლმაზაშვილი 1, გოგუა 1, მელაშვილი 1, ჩიკვილაძე 1, აბაშიძე 1, მ. მღებრიშვილი,   ყორიაული, თ. მღებრიშვილი

ქარიშხალა – პეგასი 36-39

ქარ:  ხანდოლიშვილი – ბულბულაშვილი 13, გ. ფერაძე 8, მამულაშვილი 7, შევჩენკო 3,  კორაშვილი 2, ზ. ფერაძე 1, ასაბაშვილი 1, თიგიშვილი 1, ისმაილოვი, საჯაია, დემეტრაშვილი,  ჭინჭარაძე

პეგ: ცინცაძე, ი. დიხამინჯია – ზარნაძე 10, გ. დიხამინჯია 7, ცხოვრებაძე 7, კოხრეიძე 6, გოგავა 5, ბაძაღუა 4, აბჟანდაძე, ლაპიაშვილი

მსაჯები ე. არაბული, ი. ჭკუასელი

ტექნიკური დელეგატები ლ. გელაშვილი, თ. თევზაძე

მეთვალყურე ვ. ბერიაშვილი

30 დეკემბერი. 12:00 ქარიშხალა – იმედი, 14:00 სტუ – პეგასი

აღმოსავლეთი: სტუ 4 ქულა, პეგასი 4, ქარიშხალა 0, იმედი 0

დასავლეთი: ბათუმი 6, სამტრედია 4,  ქუთაისი 2, ფოთი 0

მირიან მელაძის ფოტოები

Leave a Reply