gnhf-rrr

28/12/15 სტუ-ს და პეგასის მოგებები

სპორტკომპლექს არენაში დაიწყო ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატის ტური აღმოსავლეთ საქართველოს 4 გუნდს შორის. ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დაამარცხა ქარიშხალა 36-29, ხოლო პეგასმა – თელავის იმედი – 28-23.

 

ქარიშხალა პირველი 25 წუთი თანაბრად ეთამაშა ქვეყნის ჩემპიონს (12-12), მაგრამ ტაიმი სტუ-მ 16-12 მოიგო და შესვენების შემდეგ უფრო გაზარდა სხვაობა (25-18). თუმცა, როდესაც მსაჯებმა მეტოქის ერთბაშად 2 მოთამაშე გაუშვეს ორწუთიანში, ქარიშხალამ სხვაობა შეამცირა – 26-30, დასრულებამდე 7 წუთით ადრე. სტუ-ს მწვრთნელმა ირაკლი კეკელიძემ რამდენიმე ძირითადი მოთამაშე დააბრუნა მოედანზე და სხვაობაც აღდგა – 36-29.

იმედი, თასის გათამაშებისგან განსხვავებით, საქართველოს ჩემპიონატში თელავს წარმოადგენს. უკვე პირველი ტაიმის ბოლოს თელაველი ზეზვა იობაშვილის წინააღმდეგ პეგასის პივოტმა გიგა კოხრეიძემ მესამე ორწუთიანი და წითელი ბარათი მიიღო, თუმცა, ტაიმი მოიგო პეგასმა – 14-12, შესვენების შემდეგ კი 5 ბურთით დაწინაურდა და ეს სხვაობა ბოლომდე შეინარჩუნა 28-23.

სამშაბათს თამაშობენ იმედი-სტუ, ქარიშხალა-პეგასი. საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე 8 გუნდი გამართავს ორ წრეს (14-14 მატჩი), 4 საუკეთესო კი მედლებისთვის ბრძოლას ფინალური ოთხეულის ფორმატით გააგრძელებს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი, კაცები, 2015-16

28-30 დეკემბერი, თბილისი, სპორტკომპლექსი არენა

28 დეკემბერი. სტუ – ქარიშხალა 36-29

სტუ: ტორონჯაძე, ა. მღებრიშვილი – ორჯონიკიძე 10, ჭელიძე 8, მ. კობახიძე 6, არსენაშვილი 5, სამიტაშვილი 3, ჯორბენაძე 2, ბაზანოვი 1, ჩაკვეტაძე 1, ოსიყმაშვილი, ზაალიშვილი, აბდულაევი, აგაჯანოვი (სიხარულიძე – სტურუა)

ქარ: ხანდოლიშვილი – გ. ფერაძე 8, მამულაშვილი 6, ზ. ფერაძე 5, ბულბულაშვილი 4, საჯაია 3, ჭინჭარაძე 1, ასაბაშვილი 1, ისმაილოვი 1, შევჩენკო, დემეტრაშვილი, კორაშვილი (დავითაშვილი, წულეიშვილი – თიგიშვილი)

პეგასი – იმედი თელავი 28-23

პეგ: ცინცაძე, ი. დიხამინჯია – გ. დიხამინჯია 9, ზარნაძე 7, ცხოვრებაძე 5, კოხრეიძე 4, ლაპიაშვილი 2, გოგავა 1, ბაძაღუა, ნ. ლეჟავა, აბჟანდაძე, ცხვარაშვილი, კაცაძე, ქათამაძე, კახოშვილი, ბულია

იმ: ხარაიშვილი, ლორია – ზ. იობაშვილი 10, მიქავა 5, ნარსია 2, დოლმაზაშვილი 2, მ. მღებრიშვილი 2, გოგუა 1, ჩიკვილაძე 1, ბაინაზიშვილი, აბაშიძე, ყორიაული, მელაშვილი, თ. მღებრიშვილი, ცისკარიშვილი

მსაჯები ე. არაბული, ა. კომახიძე

ტექნიკური დელეგატები ლ. გელაშვილი, თ. თევზაძე

მეთვალყურე ვ. ბერიაშვილი

29 დეკემბერი. 14:00 იმედი – სტუ 16:00 ქარიშხალა – პეგასი

30 დეკემბერი. 12:00 ქარიშხალა – იმედი, 14:00 სტუ – პეგასი

დასავლეთი: ბათუმი 6 ქულა, სამტრედია 4, ქუთაისი 2, ფოთი 0

Leave a Reply