25/04/15 ოლიმპიურ ნაკრებთა მეტოქეები გაირკვა
გაიმართა ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის წილისყრა. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე იქნებიან საფრანგეთი, შვეიცარია და სლოვენია. გოგონეთა ნაკრები მოხვდა ჯგუფში რუსეთთან, ჩეხეთთან და რუმინეთთან.
ჯგუფურ ეტაპზე, 27 ივლისს ჭაბუკთა ნაკრების მეტოქე იქნება შვეიცარია, 28 ივლისს – საფრანგეთი, 29 ივლისს – სლოვენია. გოგონები ამავე დღეებში ეთამაშებიან შესაბამისად – ჩეხეთს, რუსეთსა და რუმინეთს. ჯგუფებიდან 2-2 საუკეთესო გადის ნახევარფინალში, დანარჩენები ბრძოლას 5-8 ადგილებისთვის გააგრძელებენ. ნახევარფინალები 31 ივლისსაა, ფინალი – 1 აგვისტოს. ორივე შეჯიბრება გაიმართება ახალ სპორტის სასახლეში, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან.
ბოლო დღეს ცვლილება მოხდა ჭაბუკთა ტურნირში. მონაწილეობაზე უარი თქვა შვედეთის გუნდმა. შვედეთი უნდა შეცვალოს გერმანიამ – ამ ქვეყნის ფედერაცია გადაწყვეტილებას ორშაბათს მიიღებს. უარის შემთხვევაში, პოლონეთი, როგორც მომდევნო სარეზერვო ფედერაციაა, მზადაა, ოლიმპიადაზე ჩამოვიდეს.
თბილისი 2015. ჭაბუკები
A ჯგუფი. უნგრეთი, დანია, ნორვეგია, გერმანია ან პოლონეთი
B ჯგუფი. საფრანგეთი, შვეიცარია, სლოვენია, საქართველო
გოგონები
A ჯგუფი. დანია, ნორვეგია, გერმანია, მონტენეგრო
B ჯგუფი. რუსეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, საქართველო