05/03/15 მარცხი თითქმის მოგებულ თამაშში

რუმინეთის თასის ნახევარფინალში შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას კლუბი, ოდორჰეი, მოულოდნელად დამარცხდა ტარგუ ჟიუსთან, 23-24.


დასრულებამდე 10 წუთით ადრე ოდორჰეი 21-17 იგებდა. მეკარე თევზაძე სასტარტო შვიდეულში არ იყო, მაგრამ მოედანზე მეათე წუთისთვის შევიდა და ამის შემდეგ მისმა კლუბმა უპირატესობა მოიპოვა. შოთა 55-ე წუთამდე იდგა კარში. სწორედ ამ დროს ოდორჰეის კრიზისი დაუდგა და მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა – 22-22.  საპასუხო შეტევაში ვლადიმერ რუსიამ წინ გაიყვანა რუმინეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ იქვე ანგარიში 23-23 გახდა. ბოლო ორი წუთი ოდორჰეიმ რიცხობრივ მეტობაში გაატარა, თუმცა, გოლი გაუშვა, ბოლო წამებზე კი რუსიამ შეაგდო, მაგრამ მსაჯებმა შემტევი დააჯარიმეს. რუსიამ სულ 4 გოლი გაიტანა, ხოლო რაც შეეხება მეორე ნახევარფინალს, ისიც სენსაციურად დასრულდა – ოთხთა ფინალის მახპინძელმა ბაია მარემ ჩემპიონატის მეორე ლიდერი, კონსტანცა 24-21 დაამრცხა, ფინალში კი ტარგუ ჟიუსაც მოუგო – 31-25 და ჯილდო მოიპოვა.

 

შემდეგ კვირაში ოდორჰეი რუმინეთის ჩემპიონატის რეგულარულ სეზონს დაასრულებს ხოლო შაბათს ჩელენკ კაპის პირველი ნახევარფინალური მატჩი აქვს ლისაბონში, ბენფიკას წინააღმდეგ.

 

მაკედონიაში მოგებით დაიწყო ფინალური ექვსეულის ტურნირი ზომიმაკ სტრუმიცამ.  რევაზ ჭანტურიას კლუბმა შინ დაამარცხა პროლეტი – 32-22, ხოლო ქართველი გარემარბი საუკეთესო იყო 9 გოლით. ფინალურ ტურნირში სტრუმიცას მიზანი მეორე ადგილის დაკავებაა, რაც კლუბს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ლიგაში ასპარეზობის უფლებას მისცემს და, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირზეც გავიდეს.

 

ფინალური ექვსეულის ტურნირი სერბეთშიც დაიწყო. პირველ ტურში სერგო დათუკაშვილის კლუბმა, ნოვი სადის ვოივოდინამ შინ 29-23 მოუგო ბელგრადის პარტიზანს.

 

თურქეთის ჩემპიონატის რეგულარული ტურნირის ბოლო ტურში მეკარე გიგა ტორონჯაძის კლუბი, ტრაბზონსფორი 22-37 დამარცხდა ლიდერ ბეშიქთაშთან და მეოთხე ადგილი ამასიას დაუთმო. მეოთხედფინალში ტრაბზონი სწორედ ამასიას შეხვდება, ბრძოლა 2 მოგებამდეა და ამასიას მესამე თამაშში საკუთარი მოედნის უპირატესობა ექნება.

 

თურქეთის პირველ ლიგაში გაიმართა უმაღლესი ლიგის ორი საგზურისთვის მებრძოლი გუნდთა ტურნირის წილისყრა. ლექსო წითელიშვილის, ზურაბ სიმონიასა და ირაკლი ხიდეშელის კლუბის, თუთუნსფორ აქჩაბათის მეტოქეები იქნებიან  ჯუკობირლიგი, საქარია და ანადოლუ. ტურნირი 18-20 აპრილს გაიმართება ანკარაში.


ფოტო: სტრუმიცა-პროლეტი. 23 – რევაზ ჭანტურია

Leave a Reply