10/02/14 სამივე ლიდერმა მოიგო
საქართველოს გოგონათა ჩემპიონატზე დაიწყო მესამე წრე. პირველი დღის შემდეგ ჩემპიონობისთვის მებრძოლ სამეულს შორის სხვაობა არ შეცვლილა – ყვარელმა, პეგასმა და მამულმა თავიანთი მატჩები მოიგეს.
შარშანდელმა ჩემპიონმა, მამულმა დიდი სხვაობით მოუგო ქარიშხალას, 33-6. ბრინჯაოს პრიზიორ ყვარელს ერთხანს წინააღმდეგობა გაუწია წყალტუბოს გუნდმა, მაგრამ როდესაც ყვარლელებმა პრესინგს მიმართეს, სხვაობა მყისვე გაიზარდა და საბოლოოდ 31-20 დაფიქსირდა.
ყველაზე მძიმე თამაში თბილისის პეგასს ჰქონდა შარშანდელი ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორ ფოთის ოქროს ვერძთან. ორივე გუნდს აკლდა საქართველოს ნაკრების ტრავმირებული წევრები: პეგასს – ვენეცკი, ხოლო ფოთს – ხურცილავა, ხოლო მთავარი ბომბარდირი გადელია მოედანზე მხოლოდ შვიდმეტრიანების დასარტყმელად შედიოდა.
ბოლო 5 წუთამდე ბრძოლა თანაბარი იყო, ფოთმა სამბურთიანი ჩამორჩენის შემდეგაც აღადგინა წინასწორობა, მაგრამ ბოლო მონაკვეთი პეგასმა უფრო ძლიერად ჩაატარა და 26-23 მოიგო.
ჩემპიონატის მესამე წრე 14 თებერვლამდე გაგრძელდება.
საქართველოს ჩემპიონატი. გოგონები, 1998-99
მესამე წრე. გლდანი, 10-14 თებერვალი
10 თებერვალი
მამული-ქარიშხალა 33-6
მამ: ვარდიშვილი, მირზოევა – ღვალაძე 7, გიორგაძე 6, ჯაღათაშვილი 5, ომიაძე 4, გაბისონია 4, ყველაშვილი 3, ე. ჯავახიშვილი 3, იაშვილი 1, შახულოვა, ხონელიძე
ქარ: არაბაჯევა – ბარათელი 4, ტყეშელაშვილი 1, რატიანი 1, ხმელაძე, ბაზუნაშვილი, კერესელიძე, ნ. ჯავახიშვილი, ჩხაიძე, კუსიანი
ყვარელი-წყალტუბო 31-20
ყვ: გუბელაძე – ქიტესაშვილი 7, ს. იორდანიშვილი 5, კუნელაშვილი 4, თ. იორდანიშვილი 4, მიხელიძე 3, კუპატაძე 3, ლეშკაშელი 3, თეთრაშვილი 2
წყ: თვალაძე, ჩიტაიშვილი – ფანცულაია 8, ჯიმშელეიშვილი 6, ჯანელიძე 4, დარსაველიძე 1, ფანცხავა 1, ჯიშკარიანი, დახუნდარიძე, მამარდაშვილი, ჩირგაძე, ჯავახაძე, ქაშიბაძე
პეგასი-ფოთი 26-23
პეგ: ყაველაშვილი, ჩაჩუა – ჩოხელი 9, ბერიძე 7, ჩოგოვაძე 5, ჩახუნაშვილი 2, მორჩაძე 2, შოშიტაშვილი 1, ქებაძე, სარაჯიშვილი, სალუქვაძე, კახაია
ფოთ: ჯავახია, კუბლაშვილი – სიხარულიძე 8, ჭითანავა 8, გადელია 5, ბერაია 1. მჟავანაძე 1,ფარცვანია, ყუფუნია, ჯგერენაია, სურგულაძე, შინკარენკო
მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი, ზურაბ ცინცაძე
—
13 ტურის შემდეგ: ყვარელი 24 ქულა, პეგასი 22, მამული 20, ქარიშხალა 8, ფოთი 6, წყალტუბო 4
—
11 თებ. 12:00 ქარიშხალა-ყვარელი, 13:20 წყალტუბო-პეგასი 14:40 ფოთი-მამული
12 თებ. 12:00 პეგასი-ქარიშხალა, 13:20 წყალტუბო-ფოთი 14:40 მამული-ყვარელი
13 თებ. 12:00 მამული-წყალტუბო, 13:20 ქარიშხალა-ფოთი 14:40 ყვარელი-პეგასი
14 თებ. 12:00 წყალტუბო-ქარიშხალა, 13:20 ყვარელი-ფოთი 14:40 პეგასი-მამული
მეოთხე წრე: 14-18 აპრილი