11/02/15 წყალტუბოს სენსაცია
ხელბურთელ გოგონათა საქართველოს ჩემპიონატზე ლიდერმა, ყვარელმა, უახლოეს მდევართან სხვაობა 3 ქულამდე გაზარდა – ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მეორე ადგილზე მყოფმა პეგასმა ფრედ, 21-21 ითამაშა წყალტუბოს გუნდთან.
წყალტუბოელები თავიდანვე 6-1 დაწინაურდნენ. პეგასს დააკლდა წინადღით ტრავმირებული ჩოგოვაძე, რამაც შეტევაში პრობლემები შეუქმნა. საქართველოს ნაკრების წევრების, ჩოხელისა და ბერიძის ლიდერობით, თბილისელები კვალში ჩაუდგნენ მეტოქეს და პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გაათანაბრეს კიდეც ანგარიში, მაგრამ ბოლო წამებზე ჯიმშელეიშვილმა ისევ დააწინაურა წყალტუბო 12-11.
შესვენების შემდეგ თანაბარი ბრძოლა იყო. პეგასი რამდენჯერმე გავიდა წინ, ოღონდ მხოლოდ 1 ბურთით, მატჩის ბოლოს კი მძიმე სიტუაციაში ჩავარდა – მეკარე ჯიქიამ შვიდმეტრიანი აუღო ჩოხელს, თბილისელთა მეკარე ყაველაშვილი წითელი ბარათით გააძევეს, სირენამდე 2 წუთი და 17 წამი იყო დარჩენილი, წყალტუბო კი 21-19 იგებდა. და მაინც, პეგასს შანსი მიეცა – ჩოხელმა ანგარიშიც გაათანაბრა და გუნდი ბოლო შეტევაშიც წავიდა, მაგრამ ვეღარ გაიტანა: 21-21.
ყვარელმა 27-5 მოუგო ქარიშხალას, ხოლო მამულმა – ფოთის ოქროს ვერძს, 24-9. მესამე დღეს მთავარი მატჩია ყვარელი-მამული, რომელიც გლდანში, ჯემალ ცერცვაძის აკადემიაში 14:40 საათზე დაიწყება
საქართველოს ჩემპიონატი. გოგონები, 1998-99
მესამე წრე. გლდანი, 10-14 თებერვალი
11 თებერვალი
ყვარელი-ქარიშხალა 27-5
ყვ: გუბელაძე – ქიტესაშვილი 8, თეთრაშვილი 7, კუპატაძე 5, კუნელაშვილი 3, თ. იორდანიშვილი 3, მიხელიძე 1, ლეშკაშელი, კორახაშვილი
ქარ: არაბაჯევა – ბაჟუნაშვილი 2, კერესელიძე 1, ტყეშელაშვილი 1, ხმელაძე 1, ჯავახიშვილი, ჩხაიძე, რატიანი
წყალტუბო-პეგასი 21-21
წყ: ჯიქია – ფანცულაია 6, ჯიმშელეიშვილი 6, ჯანელიძე 3, მამარდაშვილი 3, ჯიშკარიანი 2, ფანცხავა 1
პეგ: ყაველაშვილი, ჩაჩუა – ჩოხელი 10, ბერიძე 7, მორჩაძე 2, შოშიტაშვილი 1, ჩახუნაშვილი 1, სარაჯიშვილი, ქებაძე, კახაია
ფოთი-მამული 9-24
ფოთ: ჯავახია, კუბლაშვილი – ფარცვანია 3, ჯგერენაია 2, სიხარულიძე 2, ჭითანავა 1, ბერაია 1, მჟავანაძე, ყუფუნია, სურგულაძე, შინკარენკო, გადელია
მამ: ვარდიშვილი- გაბისონია 7, ღვალაძე 5, გიორგაძე 4, ყველაშვილი 4, ჯაღათაშვილი 2, ომიაძე 2, ჯავახიშვილი, იაშვილი, ხონელიძე
მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი, ზურაბ ცინცაძე
—
14 ტურის შემდეგ: ყვარელი 26 ქულა, პეგასი 23, მამული 22, ქარიშხალა 8, ფოთი 6, წყალტუბო 5
—
12 თებ. 12:00 პეგასი-ქარიშხალა, 13:20 წყალტუბო-ფოთი 14:40 მამული-ყვარელი
13 თებ. 12:00 მამული-წყალტუბო, 13:20 ქარიშხალა-ფოთი 14:40 ყვარელი-პეგასი
14 თებ. 12:00 წყალტუბო-ქარიშხალა, 13:20 ყვარელი-ფოთი 14:40 პეგასი-მამული
მეოთხე წრე: 14-18 აპრილი