12/02/15 ჩემპიონობისთვის ბრძოლა უფრო გამწვავდა
საქართველოს გოგონათა ჩემპიონატზე მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც ლიდერი, ყვარელი დამარცხდა საქართველოს ჩემპიონ მამულთან – 19-23. თუ მესამე წრის დაწყებისას ყვარელი, პეგასი და მამული ერთმანეთისგან ორქულიან ინტერვალში იყვნენ, ახლა სხვაობა თითო ქულაა.
ყვარელმა დამაჯერებლად მოიგო პირველი ტაიმი და მეორის დასაწყისში 15-10 ლიდერობდა, მაგრამ თბილისელებმა პირწმინდად აჯობეს მეტოქეს ბოლო 15 წუთში. ანგარიში 15-15 გახდა, მერე ერთხანს თანაბარი იყო (18-18), მაგრამ ბოლო წუთებზე მამულმა ზედიზედ 4 გოლი გაიტანა – 23-19.
პეგასმა 14-8 მოუგო ქარიშხალას, ხოლო ფოთის ოქროს ვერძმა 21-14 დაამარცხა წყალტუბო. ყვარელს 15 თამაშიდან 26 ქულა აქვს, პეგასს – 25, ხოლო მამულს – 24. ყვარელ-პეგასის მატჩი პარასკევსაა, ხოლო შაბათს მამული და პეგასი ითამაშებენ. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს შეხვედრები, წინ კიდევ მეოთხე წრეა და ჩემპიონობისთვის ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება.
საქართველოს ჩემპიონატი. გოგონები, 1998-99
მესამე წრე. გლდანი, 10-14 თებერვალი
12 თებერვალი
პეგასი-ქარიშხალა 14-8
პეგ: ყაველაშვილი, ჩაჩუა – მორჩაძე 4, ქებაძე 3, ჩახუნაშვილი 3, შოშიტაშვილი 2, სარაჯიშვილი 1, კახაია 1 – მწვ. ნ. წივწივაძე
ქარ: არაბაჯევა – ბაჟუნაშვილი 4, კერესელიძე 2, ჩხაიძე 2, ტყეშელაშვილი, ხმელაძე, ჯავახიშვილი, ფოფხაძე, ბარათელი, კუსიანი, სანანაშვილი – მწვ. ი. ციცქიშვილი
ფოთი-წყალტუბო 21-14
ფოთ: ჯავახია, კუბლაშვილი – სიხარულიძე 8, ფარცვანია 4, ჯგერენაია 3, ჭითანავა 2, ყუფუნია 2, ბერაია 1, სურგულაძე 1, მჟავანაძე, შინკარენკო, გადელია – მწვ. უ. გამზარდია, დ. გეფერიძე
წყ: ჯიქია, თვალაძე – ჯანელიძე 6, ფანცულაია 3, ფანცხავა 3, ჯიმშელეიშვილი 1, ჩიტაიშვილი 1, დარსაველიძე, ჯიშკარიანი, დახუნდარიძე, ჩირგაძე, მამარდაშვილი, ჯავახაძე, ქაშიბაძე – მწვ. გ. ჯანელიძე, ნ. გოგიძე
მამული-ყვარელი 23-19
მამ: ვარდიშვილი – ყველაშვილი 6, გაბისონია 5, ღვალაძე 5, გიორგაძე 3, ჯაღათაშვილი 3, ომიაძე 1, ხონელიძე – მწვ. ჯ. კასიანი
ყვ: გუბელაძე – კუნელაშვილი 10, ქიტესაშვილი 5, თეთრაშვილი 2, თ. იორდანიშვილი 1, კუპატაძე 1, მიხელიძე, ს. იორდანიშვილი – მწვ. ზ. ხარებაშვილი, გ. ღონიაშვილი
მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი, ზურაბ ცინცაძე
—
15 ტურის შემდეგ: ყვარელი 26 ქულა, პეგასი 25, მამული 24, ფოთი 8, ქარიშხალა 8, წყალტუბო 5
—
13 თებ. 12:00 მამული-წყალტუბო, 13:20 ქარიშხალა-ფოთი 14:40 ყვარელი-პეგასი
14 თებ. 12:00 წყალტუბო-ქარიშხალა, 13:20 ყვარელი-ფოთი 14:40 პეგასი-მამული
მეოთხე წრე: 14-18 აპრილი