09/02/15 გოგონათა ჩემპიონატზე მესამე წრე იწყება

სამშაბათს ჯემალ ცერცვაძის აკადემიაში განახლდება საქართველოს ჩემპიონატი ხელბურთში 1998-99 წლებში დაბადებულ გოგონებს შორის. 10-14 თებერვალს გაიმართება შეჯიბრების მესამე წრე.

ორი წრის შემდეგ ლიდერობს შარშანდელი პირველობის მესამე პრიზიორი, ყვარლის გუნდი, რომელსაც 2 ქულით ჩამორჩება პეგასი, ხოლო ოთხით – მოქმედი ჩემპიონი, მამული. ჩემპიონობისთვის ბრძოლა ამ სამ გუნდს შორის წარიმართება. ჯერჯერობით უჩვეულო, მეხუთე ადგილზეა ვიცე-ჩემპიონი, ფოთის ოქროს ვერძი, რომელსაც ამ სეზონში პრობლემები ჰქონდა – პირველ წრეში აკლდა ძირითადი მეკარე და სამივე კონკურენტთან დამარცხდა, ხოლო მეორე ტური, ისევე როგორც წყალტუბოს გუნდმა, გამოტოვა, რის გამოც 6 მატჩში წაგება ჩაეთვალა. ჩემპიონატი შვიდმა გუნდმა დაიწყო, მესამე და მეოთხე წრისთვის შეირჩა საუკეთესო ექვსეული, ხოლო თბილისის იმედმა სეზონი მეშვიდე ადგილზე დაასრულა.

მეოთხე წრე ცოტა მოგვიანებით, 14-18 აპრილს გაიმართება, რაც გამოწვეულია საქართველოს ნაკრების მოსამზადებელი განრიგით. გუნდი ევროპის ახალგაზრდონის ოლიმპიური ფესტივალისთვის (თბილისი 2015, 26 ივლისი-1 აგვისტო) ემზადება და თითქმის მუდმივად ან შეკრებაზეა ან ტურნეზე. მესამე წრის შემდეგ მწვრთნელები როლანდ ერაძე და გიორგი გვაზავა ისევ საწვრთნელ სესიას ჩაატარებენ, მარტის დასაწყისში დაგეგმილია თამაშები ტრაბზონში, ხოლო 20-22 მარტს ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრებს მეორე მნიშვნელოვანი ტურნირი აქვს – ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაცია ქუთაისში, სადაც ნორვეგიას, ჰოლანდიასა და ლიტვას ეთამაშება.

საქართველოს ჩემპიონატი. გოგონები, 1998-99

მდგომარეობა ორი წრის (12-12 თამაშის) შემდეგ

ყვარელი 22 ქულა, პეგასი 20, მამული 18, ქარიშხალა 8, ფოთი 6, წყალტუბო 4

მესამე წრე. გლდანი, 10-14 თებერვალი

10 თებ. 12:00 მამული-ქარიშხალა, 13:20 ყვარელი-წყალტუბო 14:40 პეგასი-ფოთი

11 თებ. 12:00 ქარიშხალა-ყვარელი, 13:20 წყალტუბო-პეგასი 14:40 ფოთი-მამული

12 თებ. 12:00 პეგასი-ქარიშხალა, 13:20 წყალტუბო-ფოთი 14:40 მამული-ყვარელი

13 თებ. 12:00 მამული-წყალტუბო, 13:20 ქარიშხალა-ფოთი 14:40 ყვარელი-პეგასი

14 თებ. 12:00 წყალტუბო-ქარიშხალა, 13:20 ყვარელი-ფოთი 14:40 პეგასი-მამული

მეოთხე წრე: 14-18 აპრილი

ყვარელი

16. ელენე გუბელაძე – 3. ქეთი კუნელაშვილი 4. მარიამ მიხელიძე 7. თინათინ ქიტესაშვილი 8. ლიკა კორახაშვილი 9. თამთა თეთრაშვილი 10. სოფო იორდანიშვილი 13. თამუნა იორდანიშვილი 17. ეკა ლეშკაშელი 20. თამარ კუპატაძე – მწვ. ზურაბ ხარებაშვილი, გოჩა ღონიაშვილი

პეგასი

12. თიკო ყაველაშვილი 22. თამარ ჩაჩუა – 3. ანა ქებაძე 7. მედეა ჩოხელი 9. ნინო კახაია 11. ლელა მორჩაძე 14. ნაზი სარაჯიშვილი 15. თამარ ჩოგოვაძე 17. თეონა ფაჩუაშვილი 18. თამარ ჩახუნაშვილი 19. ია სალუქვაძე 3. მაია ბერიძე 77. კესო შოშიტაშვილი – მწვ. ნინო წივწივაძე

მამული

16. ანა ვარდიშვილი – 3. ანა ყველაშვილი 4. ანა მირზოევა 5. თამარ გიორგაძე 6. ელენე ჯავახიშვილი 7. თეონა ჯაღათაშვილი 8. ნინო შახულოვა 10. ქრისტინე ღვალაძე 11. ანა ომიაძე 13. ნინო გაბისონია 14. მარიამ ხონელიძე 15. თათია ხოკერაშვილი 17. ქეთინო იაშვილი – მწვ. ჯულია კასიანი

ქარიშხალა

12. ნათია ბერაძე 22. მარიამ არაბაჯევა – 2. ჟუჟუნა ხმელაძე 3. თეკლე რატიანი 4. თინათინ სანანაშვილი 5. ასმათ ბერაძე 6. ნინო ვაიტაძე 8. ხატია ბაზუნაშვილი 11. ქეთი კერესელიძე 13. თამთა თორდია 14. ნუცა ჯავახიშვილი 17. ანა ჩხაიძე 24. ბაია ტყეშელაშვილი 31. ლიკა ბარათელი 49. ანა კუსიანი – მწვ. ირმა ციცქიშვილი

ოქროს ვერძი, ფოთი

1. ქრისტინე ჯავახია 12. ქრისტინე კუბლაშვილი – 2. ნინო სიხარულიძე 4. ნენო ჯგერენაია 5. ლიკა ფარცვანია 6. ანა ჭითანავა 7. ანა ხურცილავა 8. მარიამ ყუფუნია 9. თათია გადელია 10. მეგი ბერაია 11. ნინო სურგულაძე – მწვ. უჩა გამზარდია, დარეჯან გეფერიძე

წყალტუბო

1. თათია თვალაძე 12. გვანცა ჩიტაიშვილი 16. ნინო ჯიქია – 2. ჯულია ჩირგაძე 3. თეკლა დარსაველიძე 4. მარიკა ჯავახაძე 5. ნინო ჯიშკარიანი 6. სოფო დახუნდარიძე 7. ნია ჯანელიძე 8. მარიამ ფანცულაია 9. მზია მამარდაშვილი 10. ნინო ჯიმშელეიშვილი 11. მარი ფანცხავა 14. ლანა ქაშიბაძე – მწვ. გელა ჯანელიძე, ნოე გოგიძე

 

Leave a Reply