10/12/14 მსაჯი ყოველთვის მართალია

საქართველოს ჩემპიონატზე, მესამე დღეს, ძალიან დაძაბულ მატჩში ფრედ ითამაშეს საქართველოს თასის წლევანდელმა ფინალისტებმა, პეგასმა და სამტრედიამ, 26-26.

თამაშში იყო ყველაფერი, რაც ამშვენებს ხელბურთს – უშეღავათო და თანაბარი ბრძოლა, სადაც ლიდერი ხშრად იცვლებოდა, მეკარეთა ბრწყინვალე თამაში, სწრაფი შეტევები, ძალისმიერი ორთაბრძოლები და ყველაფერი ლამის გააფუჭა ინციდენტმა, რომელიც თამაშს დასრულებამდე სამი წუთით ადრე მოხდა და მსაჯის გადაწყვეტილებას მოჰყვა.

ზოგადად, მსაჯი ყოველთვის მართალია და გადაწყვეტილება არასოდეს იცვლება, მაგრამ ამ შემთხვევაში მიმდინარეობდა პირდაპირი რეპორტაჟი და არსებობს ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ ალექსანდრე ცხვარაშვილმა ბურთიანად მინიმუმ ოთხი ნაბიჯი გადადგა ისე, რომ მისთვის ხელი არ გაუშვია, თუმცა,  წაბორძიკდა და ბურთიანი ხელი იატაკს დაადო, ხოლო კამათი შედგა საკითხზე – იყო თუ არა გარბენი?

პროტესტს მოჰყვა ორი წითელი ბარათი რომლებიც მიიღეს პეგასის მთავარმა და მოთამაშე-მწვრთნელმა – არადა, ეს უკანასკნელი, გიორგი სახვაძე, იქამდე ერთერთი საუკეთესო იყო მოედანზე – გაიტანა უმნიშვნელოვანესი გოლები, ხოლო დაცვაში შესანიშნავად მეურვეობდა მეტოქის ძალიან საშიშ პივოტს, ჯაბა ხაჟომიას.  სამწუხაროდ, ეს შემთხვევა ამ დღეს ერთადერთი არ ყოფილა – იგივე მიზეზით, ოღონდ თამაშის შემდეგ, მსაჯთან შელაპარაკება ბათუმის მოთამაშეს მოუვიდა.

პეგასი თავიდან 6-3 იგებდა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოსკენ სამტრედია ოთხით გავიდა წინ, ტაიმი კი 17-15 მოიგო. შესვენების შემდეგ თბილისელებმა მალე გაათანაბრეს ანგარიში და, მიუხედავად იმისა, რომ გამოაკლდათ ტრავმირებული გივი გიორგაძე, ბოლომდე იბრძოლეს. ამის შემდეგ ხან ერთი გუნდი იყო წინ, ხან მეორე. გადამწყვეტ მომენტში ივაჟკაცა პეგასის მეკარემ ზურაბ ცინცაძემ, რომელმაც ზედიზედ ორი შვიდმეტრიანი მოიგერია. გაძევებების შემდეგ პეგასმა გაძლო 4 მოთამაშით, მეტოქეს ბევრით წინ გასვლის საშუალება არ მისცა და ბოლო წუთზე გიორგი დიხამინჯიამ შვიდმეტრიანით გაათანაბრა ანგარიში – 26-26.

დღის სხვა მატჩებში ქუთაისმა მოუგო  იმედს, ბათუმმა – ქარიშხალას, ხოლო სტუ-მ – ფოთს. ხუთშაბათს, ტურის ბოლო დღის პირველივე მატჩი ძალიან პრინციპულია. 12 საათზე ითამაშებენ ლიდერები, სტუ და ბათუმი – წინა ჩემპიონატის გამარჯვებული და ვერცხლის პრიზიორი.

თამაშის პირდაპირ სტრიმს იხილავთ ხელბურთის ფედერაციის ვებგვერდზე და იუთუბის არხზე.

საქართველოს ჩემპიონატი 2014-15. კაცები

პირველი წრე, პირველი ტური. გლდანი, 8-11 დეკემბერი

10 დეკემბერი

ქუთაისი – იმედი 29-20

ქუთ: ანდრიაძე, კუპატაძე – კბილაშვილი  9, მათნაძე 6, უ. მაისურაძე  5, კვერნაძე 5, ყაველაშვილი 1, ქუთათელაძე 1, მერკვილაძე 1, ჯუღელი 1, ჩიხლაძე, ტუღუში, უ. კობახიძე

იმ: ხარაიშვილი – დანელიშვილი 5, მელაშვილი 4, ზ. იობაშვილი 4, ბაინაზიშვილი 2, ჩიკვილაძე 2, გოგუა 1, ზაალიშვილი 1, მიქავა 1, ბეჟანიშვილი, რუსტამოვი, ჩაკვეტაძე, ფურცელაძე, მღებრიშვილი, კალანდაძე, დვალიძე

ქარიშხალა – ბათუმი 26-32

ქარ: ხანდოლიშვილი,  დ. მამულაშვილი – ბულბულაშვილი 8, დოლმაზაშვილი 6, გ. ფერაძე 4,  არსენაშვილი 4, ლ. მამულაშვილი 3,  ზ. ფერაძე 1, კორაშვილი, ქურასბედიანი

ბათ: ცერცვაძე – სიმონია 6, ამირანაშვილი 5, სურმავა 5, აბრამიშვილი 4,  ქარდავა 4, ჯორბენაძე 3, ქავთარაძე 3, გამზარდია 2, ი. ნარსია, ვინოგრადსკი

მსაჯები: ამირან კომახიძე, გიორგი ბარათაშვილი

ფოთი – სტუ 32-46

ფოთ: გ. ჭანტურია, ზარგინავა – ალანია 14, მიქაძე 8, ხუნჯუა 3, ნემსაია 3, ბერაია 2, ბიბილეიშვილი 1, დაგარგულია 1, ჟვანია, გოგიშვილი, ბაჯალაძე

სტუ: ა. სამიტაშვილი, ხიდეშელი –  გრიშიკაშვილი 11, გოგალაძე 11, , ჭელიძე 8, სტურუა 7 გოგოლაძე 6, ოსიყმაშვილი 2, მაისაშვილი 1, ორჯონიკიძე, ი. სამიტაშვილი

პეგასი – სამტრედია 26-26

პეგ: ცინცაძე- ცხვარაშვილი 5, დიხამინჯია 5, აბჟანდაძე 4, კოხრეიძე 4, გიორგაძე 3, სახვაძე 3 (გაძევება), ბაძაღუა 2, ზარნაძე,  ნ. მაისურაძე

სამ: სამყურაშვილი – ნიკურაძე 7, წითელიშვილი 7, გ. კობახიძე 4, თევზაძე 3, წივწივაძე 3, ხაჟომია 2, ზურაბიანი,  სიხარულიძე

მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი

—————–თ—მ—ფ—წ——ბ—-ქ

სტუ————-3—3—0—0–115-90—6

ბათუმი———3—3—0—0–100-76—6

ქუთაისი——–3—2—0—1—98-83—4

სამტრედია—–3—1—1—1–100-93—3

პეგასი———–3—1—1—1—86-83—3

ფოთი———–3—0—1—2—91-110–1

იმედი———–3—0—1—2—74-99—1

ქარიშხალა——3—0—0—3–87-117–0

11 დეკემბერი

12:00 სტუ – ბათუმი

13:30 ფოთი – ქარიშხალა

15:00 სამტრედია – იმედი

16:30 პეგასი – ქუთაისი

გია ჯაფარიძის ფოტო: ქარიშხალა-ბათუმი

Leave a Reply