01/12/14 ჩემპიონთა ლიგა ორთვიანი შესვენების წინ
ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურის შემდეგ 6 მერვედფინალისტი ოფიციალურად გამოვლენილია: უნგრეთის ვესპრემი და სეგედი, პოლონეთის კელცე, ბარსელონა, გერმანიის კილი და დანიის კოლდინგი.
კიდევ 5 გუნდი – პსჟ, ფლენზბურგი, პლოცკი, ვარდარი და ლიოვენი მიზანთან ძალიან ახლოა და საგზურს მალე ოფიციალურად გაიფორმებს – შესაძლოა, მერვე ტურშიც, რომელიც ამ კვირაში გაიმართება.
ამის შემდეგ საკლუბო არენაზე გამოცხადდება შესვენება, რომლის დროსაც გაიმართება ორი დიდი სანაკრებო ტურნირი – ქალთა ევროპის ჩემპიონატი (7-21 დეკემბერი, უნგრეთი-ხორვატია) და კაცების მსოფლიო პირველობა (15 იანვარი-1 თებერვალი, ყატარი).
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირის ბოლო ორი ტური უკვე 2015 წლის თებერვალშია დანიშნული. ყველა, 16 მერვედფინალისტი სწორედ თებერვლის ბოლოს გამოვლინდება. ყველაზე დაძაბული სიტუაცია D ჯგუფშია, სადაც ორი დარჩენილი საგზურისთვის 4 გუნდი იბრძვის – ოლბორგი, დიუნკერკი, ზაპოროჟიე და შაფჰაუზენი, ხოლო B ჯგუფში, არაა გამორიცხული, ყველაფერი მერვე ტურის შემდეგ გაირკვეს.
ჩემპიონთა ლიგა 2014-15. კაცები. 7 ტური. 26-30 ნოემბერი
A ჯგუფი
კილი (გერ,12) – ზაგრები (ხორ, 6) 34:27
მეშკოვ ბრესტი (ბლრ, 5) – ლა რიოხა ლოგრონიო (ესპ, 7) 33:33
პსჟ (საფ, 10) – მეტალურგ სკოპიე (მკდ, 2) 35:24
B ჯგუფი
ბეშიქთაში (თურ, 2) – ვისლა პლოცკი (პოლ, 7) 30:33
ბარსელონა (ესპ, 13) – ალინგსასი (შვდ, 2) 42:29
ფლენზბურგი (გერ, 8) – კოლდინგი (დან, 10) 27:20
C ჯგუფი
ვესპრემი (უნგ, 14) – ჩეხოვსკიე მედვედი (რუს, 1) 38:31
ვარდარ სკოპიე (მკდ, 9) – ცელიე (სლნ, 4) 34:32
მონპელიე (საფ, 6) – ლიოვენი (გერ, 8) 29:33
D ჯგუფი
მოტორ ზაპოროჟიე (უკრ, 4) – პიკ სეგედი (უნგ, 12) 25:29
კელცე (პოლ, 14) – შაფჰაუზენი (შვც, 3) 33:24
ოლბორგი (დან, 5) – დიუნკერკი (საფ, 4) 25:28
ფოტო: პოლონეთის კელცე ერთ-ერთია ორი გუნდიდან, ვინც შვიდივე მატჩი მოიგო