01/12/14 დათუკაშვილი ისევ საუკეთესოა

სახელბურთო ევროთასებისთვის ბრძოლას ქართველი ხელბურთელების ორი კლუბი აგრძელებს – ნოვი სადის ვოივოდინა და ოდორჰეი.

რანგით მეორე ევროტურნირის, ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა სერგო დათუკაშვილის სერბული კლუბი. ვოივოდინას საშინაო მატჩი 27:22 ჰქონდა მოგებული მინსკის სკა-სთან, სტუმრად კი 3 ბურთით დამარცხდა – 25:28 და ჯამში 52:50 მოიგო. სერგო დათუკაშვილი ამჯერადაც საუკეთესო იყო სერბებში – პირველ მატჩში მან 8 გოლი გაიტანა, ახლა კი 6 ბურთით უროშ ელეზოვიჩთან გაიყო საუკეთესო ბომბარდირობა. ჯგუფური ტურნირის წილისყრა ამ დღეებში გაიმართება და 16 გუნდი 4 ჯგუფად დაიყოფა. ორწრიანი ტურნირის შემდეგ 2-2 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ისევ პლეიოფის სისტემით გააგრძელებს.

ჩელეჯ კაპზეც 16 გუნდია დარჩენილი, ოღონდ აქ ჯგუფური ეტაპი არაა. შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას რუმინულმა კლუბმა, ოდორჰეიმ, მერვედფინალში გასვლის ამოცანა ადრევე შეასრულა და შინ ორი მატჩის ჯამში 78:35 მოუგო ბრიტანეთის კემბრიჯს (რუსიამ 6 გოლი შეაგდო).

სხვა ქართველების გუნდებიდან ამ კვირაში ითამაშა გიგა ტორონჯაძისა და რატი მსხვილიძის ტრაბზონმა და თურქეთის ჩემპიონატში შინ 24:20 დაამარცხა ამასია. ტრაბზონი 9 თამაშიდან 4 მოგებით მერვე ადგილზეა, ხოლო რატი მსხვილიძე ნაოპერაციებ აქილევსის მყესს მკურნალობს. დიდი ალბათობით, მას მთელი დარჩენილი სეზონი გაუცდება.

EHF თასი. ჯგუფური ეტაპის მონაწილეები: ვოივოდინა (სრბ), ფუხსე ბერლინი, ჰამბურგი, მელზუნგენი (გერ), სკიერნი, ჰოლსტებრო (დან), ნექსე (ხორ), გრანოლერსი (ესპ), ბალატონფურედი (უნგ), ჰასლუმი (ნორ), პორტუ (პორ), კონსტანცა (რუმ), სტ. პეტერბურგი (რუს), ველენიე (სლნ), ვინტერტური (შვც), ესკილსტუნა გუიფი (შვდ)

ჩელენჯ კაპი 2014-15. მეთექვსმეტედფინალი

რიიჰიმიაენ კოქსი (ფინ) – სამტრედია 41:25, 38:26

ოდორჰეი (რუმ) – კემბრიჯი (ბრი) 35:14, 43:21

ბენფიკა (პორ) – ფილინგენ ბერგენი (ნორ) 33:32, 28:25

ვიზე (ბლგ) – რუისლიპ იგლზი (ბრი) 42:22, 39:15

დობრუჯა (ბულ) – რამათ ჰაშრონი (ისრ) 22:30, 28:32

დიფერდანჟი (ლუქ) – ანკარა ილ ოზელი (თურ) 33:17, 48:28

ანკარასფორი (თურ) – ზტრ ზაპოროჟიე (უკრ) 23:29, 24:31

რადნიჩკი (სრბ) – პოსეიდონ ლუტრაკიუ (საბ) 34:21, 28:33

მეტალოპლასტიკა (სრბ) – აზოტ-პულავი (პოლ) 20:26, 24:32

პოლვა-სერვიტი (ესტ) – ტერაკვილა (იტა) 36:24, 21:29

დუკლა (ჩეხ) – პელისტერი (მკდ) 34:24, 18:24

სტორდი (ნორ) – პრიშტინა (კოს) 39:26, 38:25

დუკასი (საბ) – კილკისი (საბ) 16:20, 23:20

უორინგტონ ვულვზი (ბრი) – ჰოლონი (ისრ) 15:27, 22:24

დიუდელანჟი (ლუქ) – ბოკა (მნტ) 38:28, 37:26

 

Leave a Reply