10/11/14 ქარიშხალამ და იმედმა წინ წაიწიეს
თბილისსა და სენაკში დღეს გაგრძელდა საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატი ხელბურთში.
სენაკში მეორე წრეს მართავს დასავლეთის ხუთეული. პირველ დღეს ლიდერი, ქუთაისი ისვენებდა. ზუგდიდმა 51:45 დაამარცხა წყალტუბო, ხოლო ბათუმისა და სამტრედიის მატჩი ფრედ, 36:36 დასრულდა.
თბილისის ლიგაში პირველი წრის შემდეგ სამი ლიდერია. პეგასი დღეს ისვენებდა, ხოლო დანარჩენმა ორმა მოიგო: ქარიშხალამ – მამულთან, 34:25, ხოლო იმედმა – შევარდენთან, 30:16. სამშაბათს თბილისის ჩემპიონობისთვის მებრძოლი ორი გუნდი, იმედი და პეგასი ერთმანეთს შეხვდება.
თბილისისა და დასავლეთის ჩემპიონები და პრიზიორები პარასკევს გამოვლინდება. აღმოსავლეთის სამეული უკვე ცნობილია: გორი, კახეთი, რუსთავი. 10 საუკეთესო გუნდი 2015 წელს ბრძოლას უკვე საქართველოს ჩემპიონობისთვის განაგრძობს.
საქართველოს ჩემპიონატი. 1998-99, ბიჭები
დასავლეთის ლიგა. 10–14 ნოემბერი, სენაკი
10 ნოემბერი
ზუგდიდი-წყალტუბო 51:45
სამტრედია-ბათუმი 36:36
მდგომარეობა: ქუთაისი 8 ქულა (4 თამაშიდან), სამტრედია 7 (5), ბათუმი 5 (5) / ზუგდიდი 4 (5), წყალტუბო 0 (5)
11 ნოემბერი. 15:00 ქუთაისი-ზუგდიდი 16:30 წყალტუბო-ბათუმი
თბილისის ლიგა. 10–14 ნოემბერი, გლდანი
10 ნოემბერი
მამული-ქარიშხალა 25:34
შევარდენი-იმედი 16:30
მდგომარეობა: ქარიშხალა 8 (5), იმედი 8 (5) პეგასი 6 (4) / მამული 2 (5), შევარდენი 0 (5)
11 ნოემბერი. 15:00 მამული-შევარდენი 16:30 იმედი-პეგასი
აღმოსავლეთი. საბოლოო. გორი 12 ქულა, კახეთი 8, რუსთავი 4 / ქარელი 0