10/11/14 ხუთი გუნდი უკვე მეორე ეტაპზეა

ქალების ჩემპიონთა ლიგაზე, პირველი ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მეორე სტადიაზე გამსვლელი 5 გუნდი უკვე გამოვლინდა – უნგრეთის დიორი, მონტენეგროს ბუდუჩნოსტი, ნორვეგიის ლარვიკი, მაკედონიის ვარდარი და გერმანიის ლაიფციგი.

ბრძოლა მაინც ყველა დარჩენილ მატჩში იქნება, რადგანაც მეორე სტადიაზე ჯგუფებიდან 3-3 გუნდი გავა და ერთმანეთში დაგროვილ ქულებსაც გაიყოლებს.

თასის მფლობელმა, უნგრულმა დიორი ეტომ ზედიზედ მეორე თამაში მოუგო დანიის ვიბორგს – ამჯერად შინ, 22:20. ანიტა გორბიცი, ვინც წინა კვირაში ორსულად ყოფნა გამოაცხადა, ამჯერად შემადგენლობაში არ ყოფილა, თუმცა, მისი გვარი მაინც წერია უნგრეთის ნაკრების 28-მოთამაშიან განაცხადში ევროპის ჩემპიონატისთვის. ევროპირველობა დეკემბერში გაიმართება უნგრეთსა და ხორვატიაში.

დიორის ჯგუფში ზედიზედ მეორედ ფრედ ითამაშეს ხორვატიის ლოკომოტივამ და შვედეთის სავეჰოფმა. დანარჩენი ორი საგზურისთვის სამი გუნდი იბრძვის.

A ჯგუფში მეორე ეტაპზე გასვლა გაინაღდა ლაიფციგმა, სლოვენიის კრიმსა და რესეთის ვოლგოგრადს კი მიზნის მისაღწევად ცოტა უკლიათ. აქ ავსტრიული ჰიპო აშკარა აუტსაიდერია. B ჯგუფში ამოცანა შეასრულეს შარშანდელი ოთხთა ფინალის მონაწილეებმა, ბუდუჩნოსტმა და ვარდარმა, მესამე ადგილისთვის კი გერმანიის ტიურინგენი და ხორვატიის პოდრავკა იბრძოლებენ. დაბოლოს, D ჯგუფი, სადაც ლარვიკს პირველი ადგილი განაღდებული აქვს, ხოლო მეორე-მესამის პრეტენდენტები საფრანგეთის მეცი, პოლონეთის ლიუბლინი და რუმინეთის ბაია მარე არიან.

პირველი ეტაპი ნოემბერშივე დასრულდება.

ჩემპიონთა ლიგა 2014-15. ქალები.

პირველი ეტაპი. 4 ტური, 8-9 ნოემბერი

A ჯგუფი

ჰიპო ნიდეროსტერრაიხი (ავს, 1) ლაიფციგი (გერ, 6) 18:24

კრიმ მერკატორი (სლნ, 4)დინამო ვოლგოგრადი (რუს, 5) – 24:26

B ჯგუფი

ბუდუჩნოსტი (მნტ, 8) ტიურინგერი (გერ, 2) – 23:14

ვარდარ სკოპიე (მკდ, 6)პოდრავკა (ხორ, 0) 35:25

C ჯგუფი

დიორი ეტო (უნგ, 8)ვიბორგი (დან, 4) 22:20

ლოკომოტივა ზაგრები (ხორ, 2) სევეჰოფი (შვდ, 2) 23:23

D ჯგუფი

ლარვიკი (ნორ, 8)ბაია მარე (რუმ, 2) 31:26

მეცი (საფ, 3) ლიუბლინი (პოლ, 3) 30:30

ფოტო: დიორი ეტო – ვიბორგი

Leave a Reply