08/11/14 თბილისისა და დასავლეთის ჩემპიონები პარასკევს გამოვლინდება
თბილისსა და სენაკში ორშაბათს განახლდება საქართველოს ჩემპიონატი 1998-99 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის. სენაკში დასავლეთის ლიგის 5 გუნდი გამართავს მეორე წრეს და გამოავლენს რეგიონის ჩემპიონს, ხოლო გლდანში ცერცვაძის აკადემიაში – შეჯიბრების პირველ ეტაპს თბილისის ლიგა დაასრულებს.
ამის შემდეგ 10 საუკეთესო გუნდი (3-3 პრიზიორი და საუკეთესო მეოთხე ადგილი) 2014 წლის გაზაფხულზე ერთ წრედ მეორე ეტაპს გამართავს და გამოვლინდება საქართველოს ჩემპიონობისთვის მებრძოლი ექვსეული. ექვსეულის ტურნირიც ერთ წრედ გაიმართება და აქაც ყველა გუნდი შეჯიბრებას 0 ქულით დაიწყებს.
ცოტა ხნის წინ დასრულდა აღმოსავლეთის ლიგა, რომელშიც ჩემპიონი შეიცვალა. პირველობა მოიპიოვა შარშანდელი ტურნირის მეორე პრიზიორმა, გორმა. გამარჯვებული აუცილებლად შეიცვლება დასავლეთშიც – შარშანდელი ჩემპიონი, ფოთი, წლეულს არ თამაშობს, რადგანაც აქცენტი უმაღლესი ლიგის ტურნირზე გააკეთა და ჭაბუკთა გუნდის ლიდერებიც იქ მიავლინა. დიდი ბრძოლებია მოსალოდნელი თბილისის ლიგაშიც, სადაც პირველი წრის შემდეგ სამი გუნდი, ქარიშხალა, პეგასი და იმედი ლიდერობს.
საქართველოს ჩემპიონატი. 1998-99, ბიჭები
დასავლეთის ლიგა. 10–14 ნოემბერი, სენაკი
პირველი წრის შემდეგ:
ქუთაისი 8, სამტრედია 6, ბათუმი 4 / ზუგდიდი 2, წყალტუბო 0
10 ნოემბერი. 15:00 ზუგდიდი-წყალტუბო, 16:30 სამტრედია-ბათუმი
11 ნოემბერი. 15:00 ქუთაისი-ზუგდიდი 16:30 წყალტუბო-ბათუმი
12 ნოემბერი. 15:00 წყალტუბო-სამტრედია, 16:30 ბათუმი-ქუთაისი
13 ნოემბერი. 15:00 ბათუმი-ზუგდიდი, 16:30 სამტრედია-ქუთაისი
14 ნოემბერი. 15:00 ქუთაისი-წყალტუბო, 16:30 ზუგდიდი-სამტრედია
თბილისის ლიგა. 10–14 ნოემბერი, გლდანი
პირველი წრის შემდეგ:
ქარიშხალა 6 (+5), პეგასი 6 (0) , იმედი 6 (-5) / მამული 2, შევარდენი 0
10 ნოემბერი. 15:00 მამული-ქარიშხალა 16:30 შევარდენი-იმედი
11 ნოემბერი. 15:00 მამული-შევარდენი 16:30 იმედი-პეგასი
12 ნოემბერი. 15:00 ქარიშხალა-შევარდენი 16:30 პეგასი-მამული
13 ნოემბერი. 15:00 ქარიშხალა-იმედი 16:30 შევარდენი-პეგასი
14 ნოემბერი. 15:00 იმედი-მამული 16:30 პეგასი-ქარიშხალა
აღმოსავლეთი. საბოლოო. გორი 12 ქულა, კახეთი 8, რუსთავი 4 / ქარელი 0