05/11/14 გორი აღმოსავლეთის ლიგის ჩემპიონია

გამოვლინდა საქართველოს ჩემპიონატის აღმოსავლეთი ლიგის გამარჯვებული ჭაბუკთა გუნდებს შორის. ჩემპიონი გახდა გორი, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში 37:34 მოუგო კახეთის გუნდს.

მწვრთნელ გია მამაცაშვილის გუნდმა შარშანდელ პირველობაზე აღმოსავლეთში მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო საქართველოს ჩემპიონატზე მეოთხე იყო. აღმოსავლეთის შარშანდელი ჩემპიონი, თელავი და ბრინჯაოს პრიზიორი, ყვარელი, წლეულს ერთიანი გუნდით გამოვიდნენ, მაგრმ მხოლოდ მეორე ადგილი დაიკავეს. მესამე იყო რუსთავის გუნდი.

სამივე პრიზიორი გავიდა მეორე ეტაპზე, სადაც 10 უძლიერესი გუნდი – რეგიონების 3-3 პრიზიორი და საუკეთესო მეოთხე ადგილი ერთ წრედ ითამაშებს და საქართველოს ჩემპიონობისთვის მებრძოლ ექვსეულს გამოავლენს.

ეს ყველაფერი მოხდება 2015 წელს, ხოლო ნოემბერში გამოვლინდებიან თბილისისა და დასავლეთის ლიგების ჩემპიონები და პრიზიორები.

საქართველოს ჩემპიონატი. 1998-99, ბიჭები
აღმოსავლეთის ლიგა, მეორე წრე. 3-5 ნოემბერი, გლდანი

5 ნოემბერი

რუსთავი ქარელი 26:12

რუს: მამულაშვილი – ეძგვერაძე 8, ლურსმანაშვილი 8, კანდელაკი 2, ბ. ჩუთლაშვილი 2, ზედელაშვილი 2, ბაბუნიძე 2, ბალუხაშვილი 2, გელაშვილი, ბაბუნაძე, სამხარაძე, ქამუშაძე, დანელია, სალუქვაძე. მწვრთნელი: ზურაბ ჩუთლაშვილი

ქარ: ნ. ლომიტაშვილი – მეტრეველი 5, ნონაშვილი 3, დანდლიაშვილი 2, გ. ლომიტაშვილი 1, ქოთუაშვილი , ელბაქიძე, კოშკაძე, ცერცვაძე, ჭავჭავაძე, გოგიჩაშვილი, მეარაყიშვილი. მწვრთნელი ზურაბ ჯუშოშვილი

გორიკახეთი 37:34

გორი: ვათიაშვილი – დალაქიშვილი 8, ტარუაშვილი 6, ყანჩაველი 6, ნიაზაშვილი 4, ქესანაშვილი 4, მურადაშვილი 4, მჭედლიშვილი 3, გახოკიძე 2, ტიელიძე, ბეთლემიშვილი, თომაშვილი, სამნიაშვილი, ლომსაძე, ჯაფარიძე. მწვრთნელი გია მამაცაშვილი

კახ: ლილუაშვილი – დანელიშვილი 9, დოლმაზაშვილი 7, ყორიაული 6, კაიშაური 6, ბაჩიაშვილი 3, ჯიქურიშვილი 2, ილაშვილი 1, ზურაბიშვილი, ხაჩიშვილი, მესხიშვილი, ერგემლიძე. მწვრთნელი შალვა მამალაშვილი

მსაჯები: ინა ჭკუასელი, გია წივწივაძე, გიორგი სამყურაშვილი

აღმოსავლეთი. საბოლოო. გორი 12 ქულა, კახეთი 8, რუსთავი 4 / ქარელი 0

დასავლეთი. პირველი წრის შემდეგ.

ქუთაისი 8, სამტრედია 6, ბათუმი 4 / ზუგდიდი 2, წყალტუბო 0

თბილისი. პირველი წრის შემდეგ.

ქარიშხალა 6 (+5), პეგასი 6 (0) , იმედი 6 (-5) / მამული 2, შევარდენი 0

 

Leave a Reply