14/10/14 ქარიშხალას მეორე სენსაცია
საქართველოს თასის გათამაშებაზე ხელბურთში, ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა ქარიშხალამ, ვინც 37:33 დაამარცხა საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, ბათუმი.
გიორგი ქობელაშვილისა და ელზა მერაბიშვილის გუნდი მთლიანად ქარიშხალას, მამულისა და შევარდენის ჭაბუკებისგან შედგება. პირველი ტაიმი ბათუმმა 19:15 მოიგო, მაგრამ მეორის მე-7 წუთისთვის ანგარიში თანაბარი იყო, ბოლო მონაკვეთი კი ქარიშხალამ უფრო ძლიერად ჩაატარა – 37:33. ყველაზე შედეგიანი იყო ქარიშხალასა და ჭაბუკთა ნაკრების ინსაიდი ირაკლი კბილაშვილი – 12 გოლი.
დამარცხდა კიდევ ერთი განთესილი გუნდი – თბილისის იმედმა მეორე მატჩი წააგო – ამჯერად ვერაფერი დაუპირისპირა გორელებს, 34:40. გია მამაცაშვილის გუნდი თითქმის მთელი თამაში იგებდა, დაცვაში თამაშობდა აგრესიულად, სწრაფად გადადიოდა პირველ შეტევაში, ხოლო საუკეთესო ბომბარდირი იყო თორნიკე გაგლოშვილი 12 გოლით.
A ჯგუფში ნახევარფინალისტები ოთხშაბათს გამოვლინდებიან გორი-ქარიშხალასა და ბათუმ-იმედის მატჩებში. B ჯგუფიდან ორივე ნახევარფინალისტი ცნობილია. სამტრედიამ უპრობლემოდ დაამარცხა ფოთის ოქროს ვერძი – 52:25, რუსთავმა წინააღმდეგობა გაუწია პეგასს (11:12 შესვენებაზე), მაგრამ მეორე ტაიმში ვეღარ გაძლო – 23:32. სამტრედიას და პეგასს 4-4 ქულა აქვთ და ხვალ ერთმანეთში ითამაშებენ.
ოთხშაბათს ჯგუფური ტურნირი დასრულდება. ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო გუნდი ხუთშაბათს ნახევარფინალებს ითამაშებს, პარასკევს ფინალია.
ხელბურთი. საქართველოს თასი 2014. კაცები
გლდანი, 14 ოქტომბერი
A ჯგუფი
ქარიშხალა – ბათუმი 37:33
ქარ: ხანდოლიშვილი, დავითაშვილი – კბილაშვილი 12, არსენაშვილი 6, ფერაძე 5, კორაშვილი 4, ზაალიშვილი 4, სხვიტარიძე 3, მამულაშვილი 1, ჭინჭარაძე , ბულბულაშვილი 1, შევჩენკო
ბათ: ცერცვაძე – სიმონია 9, გამზარდია 6, აბრამიშვილი 4, ქარდავა 4, ი. ნარსია 3, ჯორბენაძე 3, ამირანაშვილი 2, სურმავა 1, ვინოგრადსკი 1
გორი – იმედი 40:34
გორ: ვათიაშვილი, ოქროპირიძე – გაგლოშვილი 12, ტარუაშვილი 8, გრიგოლ მამაცაშვილი 7, ზუბიაშვილი 5 მჭედლიშვილი 4, ხაბაზიშვილი 2, ნიაზაშვილი 2, მურადაშვილი
იმ: ხარაიშვილი, მღებრიშვილი – რუსტამოვი 9, ბეჟანიშვილი 6, გ. იობაშვილი 4, ზ. იობაშვილი 4, მიქავა 4, აბაშიძე 3, დანელიშვილი 2, გოგუა 1, ჩიკვილაძე 1
მდგომარეობა: ქარიშხალა 4, ბათუმი 2 / გორი 2, იმედი 0
B ჯგუფი
ფოთი – სამტრედია 25:52
ფოთ: სიორდია, ზარგინავა – მიქაძე 7, ბიბილეიშვილი 6, ალანია 4, დაგარგულია 2, გოგიშვილი 2, ბაჯალაძე 2, კუჭავა 1, ნემსაია 1
სამ: სამყურაშვილი, კიკნაძე – გ. ნიკურაძე 14, წითელიშვილი 12, ვ. ზურაბიანი 8, თევზაძე 7, სიხარულიძე 6, ხაჟომია 2, წივწივაძე 2, ელგანდაშვილი 1, ხონელიძე
რუსთავი – პეგასი 23:32
რუს: ჯანგიძე, მამულაშვილი, ლორია – მუქთიაშვილი 6, გიორგაძე 5, მძელური 4, რ. შეყელაშვილი 3, თაბაგარი 2, ჩუბინიძე 2, მენაბდიშვილი 1, მუმლაძე, ჭაბაშვილი, კახურაშვილი, მებურიშვილი, ბ.შეყელაშვილი, ჩუთლაშვილი
პეგ: ცინცაძე, დ. ნარსია – ცხვარაშვილი 7, დიხამინჯია 6, გაწერელია 4, ზარნაძე 4, კოხრეიძე 3, ბაძაღუა 3, აბჟანდაძე 2, სახვაძე 2, ლეჟავა 1, ქუთათელაძე, ნ. მაისურაძე, პეტრიაშვილი
მდგომარეობა: სამტრედია 4, პეგასი 4 / რუსთავი 0, ფოთი 0
მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი
ფოტო: ირაკლი კბილაშვილი, ქარიშხალა
15 ოქტომბერი
12:00 გორი – ქარიშხალა
13:30 რუსთავი – ფოთი
15:00 ბათუმი – იმედი
16:30 სამტრედია – პეგასი
16 ოქტომბერი, ნახევარფინალი
12:00 A3-B4
13:30 B3-A4
15:00 A1-B2
16:30 B1-A2
17 ოქტომბერი, ფინალი
12:00 7 ადგილისთვის
13:30 5 ადგილისთვის
15:00 3 ადგილისთვის
16:30 1 ადგილისთვის