EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

13/10/14 ერთი მოულოდნელი შედეგი პირველ დღეს

გლდანის ცერცვაძის აკადემიაში დაწყებულ საქართველოს თასზე ხელბურთში, პირველ დღეს ერთი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა – იმედმა 31:38 წააგო ქარიშხალასთან.

 

მოულოდნელი, შესაძლოა, ცოტათი გადაჭარბებული ნათქვამი იყოს, რადგან საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ადგილის მფლობელ იმედს ახალი სეზონის წინ რამდენიმე მოთამაშე დააკლდა და ძირითადად ახალგაზრდებით გამოდის, მაგრამ ერთი-ორი გამოცდილი ხელბურთელი გუნდში მაინც არის.

ქარიშხალა კი მთლიანად ახალგაზრდული გუნდია. თამაში ლამის ბოლო წუთებამდე თანაბარი იყო და მხოლოდ ბოლოსკენ გადატყდა. დანარჩენ სამ მატჩში ბათუმმა მოუგო გორს – 50:32, სამტრედიამ – რუსთავს, 47:21, ხოლო პეგასმა – ფოთის ოქროს ვერძს – 38:27.

სამშაბათსა და ოთხშაბათშ ჯგუფური ტურნირის მატჩები გაგრძელდება. ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო გუნდი ხუთშაბათს ნახევარფინალებს ითამაშებს, ხოლო პარასკევს თასის მფლობელიც გამოვლინდება.

ხელბურთი. საქართველოს თასი 2014. კაცები

გლდანი, 13 ოქტომბერი

A ჯგუფი

ბათუმი – გორი 50:32

ბათ: ცერცვაძე – გამზარდია 11, სიმონია 8, ნარსია 7, ქარდავა 6, აბრამიშვილი 5, სურმავა 4, ამირანაშვილი 2, ჯორბენაძე 2, ქავთარაძე 2, ვინოგრადსკი 2, ჭანტურია 1

გორ: ვათიაშვილი – ტარუაშვილი 9, გრიგოლ მამაცაშვილი 6, გაგლოშვილი 6, ზუბიაშვილი 4, ტიელიძე 3, მურადაშვილი 2, ნიაზაშვილი 1, ყანჩაველი 1

იმედი – ქარიშხალა 31:38

იმ: ხარაიშვილი – გ. იობაშვილი 11, გოგუა 8, ბეჟანიშვილი 5, ზ. იობაშვილი 2, ჩიკვილაძე 2, მიქავა 1, დანელიშვილი 1, რუსტამოვი 1

ქარ: ხანდოლიშვილი – ფერაძე 9, კბილაშვილი 8, მამულაშვილი 7, არსენაშვილი 5, ზაალიშვილი 5, შევჩენკო 3, სხვიტარიძე 1

B ჯგუფი

სამტრედია – რუსთავი 47:21

სამ: სამყურაშვილი – წითელიშვილი 10, ხაჟომია 9, გ. ნიკურაძე 8, წივწივაძე 5, ზურაბიანი 5, თევზაძე 5, ელგანდაშვილი 3, ხონელიძე 2

რუს: მამულაშვილი, ჯანგიძე – მძელური 8, გიორგაძე 4, მუქთიაშვილი 3, მუმლაძე 2, რ. შეყელაშვილი 1, თაბაგარი 1, ჭაბაშვილი 1, კახურაშვილი 1

პეგასი – ფოთი 38:27

პეგ: ცინცაძე, ნარსია – დიხამინჯია 7, ცხვარაშვილი 5, გაწერელია 5, კოხრეიძე 5, ზარნაძე 4, აბჟანდაძე 3, სახვაძე 3, მაისურაძე 2, ბაძაღუა 2, ლეჟავა 2

ფოთ: სიორდია, ზარგინავა – ალანია 11, ჟვანია 7, მიქაძე 4, ბიბილეიშვილი 2, დაგარგულია 1, კუჭავა 1, ნემსაია 1

მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი

ფოტო: გიგი ფერაძე, ქარიშხალა

14 ოქტომბერი

12:00 ქარიშხალა – ბათუმი

13:30 ფოთი – სამტრედია

15:00 გორი – იმედი

16:30 რუსთავი – პეგასი

15 ოქტომბერი

12:00 გორი – ქარიშხალა

13:30 რუსთავი – ფოთი

15:00 ბათუმი – იმედი

16:30 სამტრედია – პეგასი

16 ოქტომბერი, ნახევარფინალი

12:00 A3-B4

13:30 B3-A4

15:00 A1-B2

16:30 B1-A2

17 ოქტომბერი, ფინალი

12:00 7 ადგილისთვის

13:30 5 ადგილისთვის

15:00 3 ადგილისთვის

16:30 1 ადგილისთვის

 

Leave a Reply