13/10/14 6 გუნდი 6-6 ქულით ლიდერობს

სახელბურთო ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შემდეგ 24 მონაწილე გუნდიდან ექვსს ჯერ ქულა არ დაუკარგავს და 3-3 მოგებით ლიდერობს.

 

A ჯგუფში პირველ ადგილზეა პარი სენ-ჟერმენი, რომელმაც მესამე გამარჯვება ესპანეთის ლა რიოხასთან მოიპოვა – 32:25. პარიზელთაგან ყველაზე შედეგიანი იყო გამთამაშებელი დანიელ ნარსისი – 5 გოლით.

B ჯგუფში ორი ლიდერია – დანიის კოლდინგი და ბარსელონა და ისინი შემდეგ ტურში, 19 ოქტომბერს, კოპენჰაგენში ითამაშებენ. კოლდინგმა სტუმრად, მოუგო შვედეთის ალინგსასს – 23:19. ხოლო ბარსელონამ შინ 35:25 აჯობა სტამბოლის ბეშიქთაშს, ხოლო ისლანდიელმა გუდიონ სიგურდსონმა 8 გოლი გაიტანა.

C ჯგუფში ასევე ორი გუნდია უდანაკარგოდ: უნგრეთის ვესპრემმა შინ ძალიან მძიმე თამაშში მოუგო მონპელიეს – 30:29, ხოლო მაკედონიის ვარდარმა შინ დაამარცხა გერმანიის ლიოვენი – 28:25.

D ჯგუფს 3 მოგებით ლიდერობს პოლონეთის კელცე. ამ კვირაში მეოთხე ტურია, შემდეგ კი ნოემბრის შუა რიცხვებამდე შესვენებაა, რაც სანაკრებო პაუზითაა გამოწვეული. მერვედფინალში ჯგუფიდან 4-4 გუნდი გადის.

ჩემპიონთა ლიგა. 2014-15. კაცები. ჯგუფური ტურნირი, 3 ტური

8-12 ოქტომბერი

A ჯგუფი

მეშკოვ ბრესტი (ბლრ, 2 ქულა) – კილი (გერ, 4) 24:25

ზაგრები (ხორ, 4) – მეტალურგ სკოპიე (მკდ, 0) 19:17

პსჟ (საფ, 6) – ლა რიოხა ლოგრონიო (ესპ, 2) 32:25

B ჯგუფი

ფლენზბურგი (გერ, 4) – ვისლა პლოცკი (პოლ, 2) 35:28

ალინგსასი (შვდ, 0) – კოლდინგი (დან, 6) 19:23

ბარსელონა (ესპ, 6)ბეშიქთაში (თურ, 0) 35:25

C ჯგუფი

ჩეხოვსკიე მედვედი (რუს, 0) – ცელიე (სლნ, 2) 30:35

ვესპრემი (უნგ, 6) – მონპელიე (საფ, 2) 30:29

ვარდარ სკოპიე (მკდ, 6) – ლიოვენი (გერ, 2) 28:25

D ჯგუფი

შაფჰაუზენი (შვც, 3) – დიუნკერკი (საფ, 2) 25:23

ოლბორგი (დან, 3) – პიკ სეგედი (უნგ, 4) 25:28

კელცე (პოლ, 6)მოტორ ზაპოროჟიე (უკრ, 0) 30:26

ფოტო: ვარდარი – ლიოვენი

 

Leave a Reply