15/07/14 ბათუმი და სამტრედია ნახევარფინალში დაწყვილდნენ
საქართველოს თასის ნახევარფინალში, ხუთშაბათს ითამაშებენ ქარიშხალა-პეგასი და ბათუმი-სამტრედია.
მოულოდნელი იყო საქართველოს ჩემპიონატის მეორე და მესამე პრიზიორების ნახევარფინალში დაწყვილება. პროგნოზები არია თბილისის ქარიშხალამ, რომელმაც ბათუმიც დაამარცხა, დანარჩენი ორი მატჩიც მოიგო და ჯგუფში პირველ ადგილი დაიკავა, ბათუმი და სამტრედია კი ერთმანეთს ნაადრევად შეახვედრა.
დღეს ქარიშხალას ახალბაზრდულმა გუნდმა მესამე მატჩიც მოიგო – ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, გორთან – 32:31. ფოთმა ასევე ერთი ბურთის სხვაობით დაამარცხა რუსთავი – 33:32, ბათუმმა მოუგო იმედს – 53:35, ხოლო სამტრედიამ – პეგასს – 36:30 და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
ხვალ, გლდანის ცერცვაძის სახელობის აკადემიაში თამაშები 12 საათიდან დაიწყება. ჯერ ითამაშებენ 5-8 ადგილებისთვის მებრძოლი გუნდები, 15 საათიდან კი მთავარი ნახევარფინალებია.
ხელბურთი. საქართველოს თასი 2014. კაცები
გლდანი, 15 ოქტომბერი
A ჯგუფი
გორი – ქარიშხალა 31:32
გორ: ვათიაშვილი, ოქროპირიძე – გაგლოშვილი 11, ახალბედაშვილი 6, ზუბიაშვილი 5, ტარუაშვილი 3, მურადაშვილი 2, ტიელიძე 2, მჭედლიშვილი 1, ხაბაზიშვილი 1, გია მამაცაშვილი (გაძევება)
ქარ: ხანდოლიშვილი, დავითაშვილი – კბილაშვილი 11, არსენაშვილი 8, მამულაშვილი 6, სხვიტარიძე 3, ფერაძე 2, ზაალიშვილი 2, კორაშვილი, ჭინჭარაძე , შევჩენკო
ბათუმი – იმედი 53:35
ბათ: ცერცვაძე – აბრამიშვილი 11, ამირანაშვილი 8, სურმავა 8, გამზარდია 7, ი. ნარსია 7, ჯორბენაძე 5, ჭანტურია 3. ქარდავა 2, ვინოგრადსკი 2
იმ: ხარაიშვილი, მღებრიშვილი – ბეჟანიშვილი 9, დანელიშვილი 8, ზ. იობაშვილი 7, მიქავა 3, რუსტამოვი 2, ფურცელაძე 2, ჰუსეინოვი 2, გოგუა 1, ბაინაზიშვილი 1,
მდგომარეობა: ქარიშხალა 6, ბათუმი 4 / გორი 2, იმედი 0
B ჯგუფი
რუსთავი – ფოთი 32:33
რუს: ჯანგიძე, მამულაშვილი, ლორია – მუქთიაშვილი 7, მძელური 7, ჩუბინიძე 7, თაბაგარი 5, გიორგაძე 4, მენაბდიშვილი 2, რ. შეყელაშვილი, მუმლაძე, ჭაბაშვილი, კახურაშვილი,
ფოთ: სიორდია, ზარგინავა – ალანია 11, მიქაძე 8, ჟვანია 5, ბაჯალაძე 5, ბიბილეიშვილი 3, დაგარგულია 1, გოგიშვილი, კუჭავა, ნემსაია
სამტრედია – პეგასი 36:30
სამ: სამყურაშვილი, კიკნაძე – ხაჟომია 8, წითელიშვილი 8, ვ. ზურაბიანი 6, თევზაძე 6, გ. ნიკურაძე 4, წივწივაძე 3, ელგანდაშვილი 1, სიხარულიძე, ხვიჩია
პეგ: ცინცაძე, დ. ნარსია – ცხვარაშვილი 11, დიხამინჯია 8, ზარნაძე 5, ბაძაღუა 4, გაწერელია 1, ნ. მაისურაძე 1, კოხრეიძე, სახვაძე, ლეჟავა, ქუთათელაძე, პეტრიაშვილი
მდგომარეობა: სამტრედია 6, პეგასი 4 / ფოთი 2, რუსთავი 0
მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი
ფოტო: ლექსო წითელიშვილი, სამტრედია
16 ოქტომბერი, ნახევარფინალი
12:00 გორი-რუსთავი
13:30 ფოთი-იმედი
15:00 ქარიშხალა-პეგასი
16:30 სამტრედია-ბათუმი
17 ოქტომბერი, ფინალი
12:00 7 ადგილისთვის
13:30 5 ადგილისთვის
15:00 3 ადგილისთვის
16:30 1 ადგილისთვის