10/05/14 გოგონათა ნაკრების მძიმე დღე
ბელარუსის ქალაქ გროდნოში მიმდინარე გოგონათა საერთაშორისო ტურნირზე, საქართველოს თექვსმეტწლამდელთა ნაკრებს მძიმე დღე ჰქონდა – მიყოლებით მოუწია ლიტვისა და ბელარუსის ნაკრებებთან თამაში და ორივე მატჩი წააგო.
ლიტვის გუნდთან ბრძოლა იყო – 16:26, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქემ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ლიტველი გოგონები ფიზიკური მონაცემებითაც აღემატებოდნენ ქართველებს, მაგრამ ამ მატჩის დასრულებიდან ბელარუსთან შეხვედრამდე ინტერვალი სულ ერთი საათი იყო და დაღლილმა საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია – 12:27. ამავე გუნდთან ჩვენმა ნაკრებმა შეჯიბრების დაწყებამდე ორი ამხანაგური მატჩი გამართა და 1 და 5 ბურთით დამარცხდა.
მწვრთნელმა ელისო ჟურულიშვილმა ამჯერად აღნიშნა ორივე მეკარის, ჯავახიასა და ჩაჩუას კარგი თამაში და თამარ ჩოგოვაძის აგესიული მოქმედება დაცვაში. შეტევაში ამჯერედაც საუკეთესო იყო ნინო გაბისონია.
საქართველოს გოგონათა ნაკრები ტურნირს ხვალ დაასრულებს გომელის გუნდთან მატჩით. ჩვენებს ჯერჯერობით 4 თამაშში 1 მოგება აქვთ.
გროდნო, საერთაშორისო ტურნირი. 10 მაისი
საქართველო (16) – ლიტვა (16) 16:26
საქართველო: ჯავახია, ჩაჩუა – გაბისონია 5, გადელია 3, ნარიმანიძე 2, ვენეცკი 1, მიხელიძე 1, ჩოხელი 1, ჯაღათაშვილი 1, ჩოგოვაძე 1, ღვალაძე 1, ყველაშვილი ბერიძე, ქიტესაშვილი, ხურცილავა
საქართველო (16) – ბელარუსი (16) 12:27
საქართველო (გოლები): გადელია 4, გაბისონია 4, ღვალაძე 2, ვენეცკი 1, ქიტესაშვილი 1
ფოტო: ელისო ჟურულიშვილი