14/04/14 ფოთმა ორი ნაბიჯით წინ წაიწია
გლდანში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატის გადამწყვეტი ტური 1998-99 წლებში დაბადებულ გოგონებს შორის. აღმოსავლეთის ხუთეული დასავლეთის ორ გუნდს გაეჯიბრება, რის შემდეგაც, ორწრიანი ტურნირის ჯამში გამოვლინდება საქართველოს ჩემპიონი.
ორშაბათს ორი თამაში მოიგო ფოთის გუნდმა, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის, ხვალ კი მოწინავე ოთხეულის პირველი დაპირისპირებაა: პეგასი, რომელმაც საპრიზო ადგილის შანსი დაკარგა, ეთამაშება ფოთს და შეეცდება, გზა გაურთულოს. ამის შემდეგ, ოთხშაბათს, ფოთელები შეხვდებიან ყვარელს, რომელსაც მესამე ადგილი განაღდებული აქვს, მაგრამ ამ მატჩში მოგების შემთხვევაში, ვერცხლის მედლების შანსი უჩნდება.
თუ ფოთი პეგასსაც დაამარცხებს და ყვარელსაც, მაშინ ჩემპიონობისთვისაც იბრძოლებს და გადამწყვეტ თამაშში, 17 აპრილს, დაუპირისპირდება თბილისის მამულს.
1998-99. გოგონები. საქართველოს ჩემპიონატი.
დასკვნითი ტური. 14-17 აპრილი, გლდანი
14 აპრილი
იმედი – ფოთი 3:36
წყალტუბო – მამული 9:31
ქარიშხალა – ფოთი 7:30
მდგომარეობა: მამული – 21 ქულა (11 თამაშიდან), ყვარელი – 15 (10), ფოთი – 14 (8), პეგასი – 10 (10), წყალტუბო – 4 (7), ქარიშხალა – 2 (11), იმედი – 2 (11)
15 აპრილი
13:00 ქარიშხალა – წყალტუბო
14:20 ფოთი – პეგასი
15:40 იმედი – წყალტუბო
16 აპრილი
13:00 იმედი – წყალტუბო
14:20 ფოთი – ყვარელი
17 აპრილი
13:00 ყვარელი – წყალტუბო
14:20 მამული – ფოთი
16:00 წყალტუბო – ფოთი