28/02/14 გორს სენსაციამდე ცოტა დააკლდა
სპორტკომპლექს არენაში, საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატზე გორის გუნდმა პირველი ტაიმი 11 ბურთით წააგო ქარიშხალასთან, მაგრამ მეორეში კინაღამ შეაბრუნა თამაში.
გორელთა მწვრთნელმა გია მამაცაშვილმა თავიდანვე პრესინგი შესთავაზა შარშანდელ ჩემპიონს, მაგრამ გიორგი ქობელაშვილის გუნდმა ამ ტაქტიკას პირველ ტაიმში იოლად აუღო ალღო და 19:8 მოიგო. გორმა აქტიური დაცვა მეორე ტაიმშიც გააგრძელა და ნელნელა დაიწყო სხვაობის შემცირება. ამას დაერთო მეკარე ვათიაშვილის კარგი თამაში და დასრულებამდე ათ წუთზე მეტი რჩებოდა, როცა ანგარიში 21:23 გახდა. ქარიშხალამ მოახერხა ნოკდაუნიდან გამოსვლა. საქმეში ჩაერთო მათი მეკარე, ხანდოლიშვილიც და, საბოლოოდ, ლიდერმა უპირატესობა შეინარჩუნა – 31:29.
ქარიშხალამ ოთხიდან ოთხი თამაში მოიგო და ლიდერობს, ხოლო ორი მოგება აქვს მომდევნო სამ გუნდს – გორს, ფოთსა და მამულს. ფოთელებმა დღეს ასევე დაძაბულ თამაშში 30:28 მოუგეს მამულს.
ორშაბათიდან საქმეში ჩაერთვება მეორე ხუთეული – პეგასი, იმედი, თელავი, სამტრედია და ზუგდიდი. საბოლოოდ, 10 გუნდიდან ყველა ეთამაშება ერთმანეთს და 9 თამაშის ჯამში ფინალურ ეტაპზე გამსვლელ ექვსეულს გამოავლენს.
საქართველოს ჩემპიონატი
1998-98, ბიჭები. საგაზაფხულო ეტაპი
პირველი ხუთეული
28 თებერვალი , არენა 1
ფოთი – მამული 30:28
ფოთი: ზარგინავა – მიქაძე 13, ბიბილეიშვილი 9, გურეშიძე 4, ბერაია 3, ჯიქია 1, ბაჯალაძე
მამული: დავითაშვილი – ისმაილოვი 10, კორაშვილი 8, შევჩენკო 4, თოდუა 4, სხვიტარიძე 2, ტალახაძე
მსაჯები: ინა ჭკუასელი, ელენე არაბული
ქარიშხალა – გორი 31:29
ქარიშხალა: ხანდოლიშვილი, ხიდეშელი – გოგუა 8, არსენაშვილი 8, ბულბულაშვილი 4, კბილაშვილი 4, ფერაძე 3, მამულაშვილი 2, ჯინჭარაძე 1, კვირკველია 1, წიკლაური
გორი: ვათიაშვილი – მურადაშვილი 10, ნიაზაშვილი 5, დალაქიშვილი 5, მჭედლიშვილი 4, ტარუაშვილი 3, ტიელიძე 2, ქესანაშვილი, გახოკიძე, ბეთლემიშვილი, ღვინიაშვილი, სამნიაშვილი, თომაშვილი
მსაჯები: გია წივწივაძე, გაგა სამყურაშვილი
ქარიშხალა 8 ქულა (4 თამაშიდან), გორი 4 (4), ფოთი 4 (4), მამული 4 (4), ყვარელი 0 (4)
მეორე ხუთეული (თელავი, პეგასი, სამტრედია, იმედი, ზუგდიდი) ითამაშებს თბილისში, 3-7 მარტს. საერთო ტური – 24-28 მარტს. საუკეთესო ექვსეული გავა ფინალურ ეტაპზე, რომელიც გაიმართება 5-9 მაისს.