20/02/14 მეთექვსმეტე გუნდი შაბათს გამოვლინდება
ამ უქმეებზე სრულდება სახელბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი. ტური დაიწყო ოთხშაბათს და ერთადერთ მატჩში გერმანიის კილმა 30:25 დაამარცხა პორტუგალიის პორტუ.
კილმა პირველი ადგილი დაიკავა B ჯგუფში, ხოლო ამ კვირის მატჩებიდან 2 ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა შაბათს გაიმართება.
სადღეისოდ ცნობილია პლეიოფის 15 მონაწილე. დარჩენილია ერთი ადგილი და მას გაითამაშებენ ზაპოროჟიეს მოტორი და ზაგრების ოსიგურანიე. უკრაინელები 1 ქულით წინ არიან და ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. მერვედფინალში გასასვლელად მოტორმა უნდა დაამარცხოს A ჯგუფის ლიდერი, უნგრეთის ვესპრემი, რომელსაც ჯერჯერობით თამაში არ წაუგია – 8 გამარჯვება და 1 ფრე აქვს. თუ ზაპოროჟიეს გუნდმა ვერ მოიგო, მაშინ შანსი მიეცემთ ხორვატებს, რომლებიც ჯგუფის აუტსაიდერ სანკტ პეტერბურგს მასპინძლობენ. თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა ოსიგურანიეს აქვს პირადი მატჩების მიხედვით – 30:31, 33:27.
დღეს ლიგაში ორი მატჩია – გერმანული ლიოვენი სლოვენიის ცელიეს მასპინძლობს, ხოლო ესპანეთის ლა რიოხა – შვედურ ჰალმსტადს.
ქალები ამ უქმეებზე ისვენებენ. აქ მეორე ჯგუფური ეტაპის პირველი წრე დასრულდა და კიდევ 3 ტურის შემდეგ ფინალური ოთხეულის მონაწილეები გამოვლინდებიან.
ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. ჯგუფური ეტაპი.
10 ტური. 19-23 თებერვალი
A ჯგუფი
20 თებ, 22:00 რეინ-ნეკარ ლიოვენი (გერ) – ცელიე ლაშკო (სლნ)
22 თებ, 19:00 მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) – ვესპრემი (უნგ)
22 თებ, 22:00 ოსიგურანიე ზაგრები (ხორ) – სტ. პეტერბურგი (რუს)
ვესპრემი 17 ქულა, ლიოვენი 14, ცელიე 9, ზაპოროჟიე 7 / ზაგრები 6, სტ. პეტერბურგი 1
B ჯგუფი
19 თებ. კილი (გერ) – პორტუ (პორ) 30:25
23 თებ, 19:55 კოლდინგი (დან) – დიუნკერკი (საფ)
23 თებ, 22:00 ტარგი კელცე (პოლ) – ვისლა პლოცკი (პოლ)
კილი 17, კოლდინგი 12, კელცე 11, ვისლა 8 / პორტუ 5, დიუნკერკი 3
C ჯგუფი
22 თებ, 21:00 პსჟ (საფ) – ვარდარ სკოპიე (მკდ)
23 თებ, 20:30 ვაკერ თიუნი (შვც) – დინამო მინსკი (ბლრ)
23 თებ, 21:00 მეტალურგ სკოპიე (მკდ) – ბარსელონა (ესპ)
ბარსელონა 17, პსჟ 11, ვარდარი 10 , მეტალურგი 10 / დინამო 5, თიუნი 1
D ჯგუფი
20 თებ, 22:30 ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ) – დროტ ჰალმსტადი (შვდ)
22 თებ, 23:30 გორენიე ველენიე (სლნ) – ფლენზბურგი (გერ)
23 თებ, 17:15 ჰამბურგი (გერ) – ოლბორგი (დან)
ჰამბურგი 16, ფლენზბურგი 15, ოლბორგი 8, გორენიე 8 / ლოგრონიო 6, ჰალმსტადი 1
მერვედფინალში გადის 4–4 გუნდი