20/02/14 მეთექვსმეტე გუნდი შაბათს გამოვლინდება

ამ უქმეებზე სრულდება სახელბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი. ტური დაიწყო ოთხშაბათს და ერთადერთ მატჩში გერმანიის კილმა 30:25 დაამარცხა პორტუგალიის პორტუ.

კილმა პირველი ადგილი დაიკავა B ჯგუფში, ხოლო ამ კვირის მატჩებიდან 2 ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა შაბათს გაიმართება.

სადღეისოდ ცნობილია პლეიოფის 15 მონაწილე. დარჩენილია ერთი ადგილი და მას გაითამაშებენ ზაპოროჟიეს მოტორი და ზაგრების ოსიგურანიე. უკრაინელები 1 ქულით წინ არიან და ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. მერვედფინალში გასასვლელად მოტორმა უნდა დაამარცხოს A ჯგუფის ლიდერი, უნგრეთის ვესპრემი, რომელსაც ჯერჯერობით თამაში არ წაუგია – 8 გამარჯვება და 1 ფრე აქვს. თუ ზაპოროჟიეს გუნდმა ვერ მოიგო, მაშინ შანსი მიეცემთ ხორვატებს, რომლებიც ჯგუფის აუტსაიდერ სანკტ პეტერბურგს მასპინძლობენ. თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა ოსიგურანიეს აქვს პირადი მატჩების მიხედვით – 30:31, 33:27.

დღეს ლიგაში ორი მატჩია – გერმანული ლიოვენი სლოვენიის ცელიეს მასპინძლობს, ხოლო ესპანეთის ლა რიოხა – შვედურ ჰალმსტადს.

ქალები ამ უქმეებზე ისვენებენ. აქ მეორე ჯგუფური ეტაპის პირველი წრე დასრულდა და კიდევ 3 ტურის შემდეგ ფინალური ოთხეულის მონაწილეები გამოვლინდებიან.

ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. ჯგუფური ეტაპი.

10 ტური. 19-23 თებერვალი

A ჯგუფი

20 თებ, 22:00 რეინ-ნეკარ ლიოვენი (გერ)ცელიე ლაშკო (სლნ)

22 თებ, 19:00 მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) ვესპრემი (უნგ)

22 თებ, 22:00 ოსიგურანიე ზაგრები (ხორ)სტ. პეტერბურგი (რუს)

ვესპრემი 17 ქულა, ლიოვენი 14, ცელიე 9, ზაპოროჟიე 7 / ზაგრები 6, სტ. პეტერბურგი 1

B ჯგუფი

19 თებ. კილი (გერ)პორტუ (პორ) 30:25

23 თებ, 19:55 კოლდინგი (დან)დიუნკერკი (საფ)

23 თებ, 22:00 ტარგი ლცე (პოლ) – ვისლა პლოცკი (პოლ)

კილი 17, კოლდინგი 12, ლცე 11, ვისლა 8 / პორტუ 5, დიუნკერკი 3

C ჯგუფი

22 თებ, 21:00 პსჟ (საფ) ვარდარ სკოპიე (მკდ)

23 თებ, 20:30 ვაკერ თიუნი (შვც)დინამო მინსკი (ბლრ)

23 თებ, 21:00 მეტალურგ სკოპიე (მკდ) ბარსელონა (ესპ)

ბარსელონა 17, პსჟ 11, ვარდარი 10 , მეტალურგი 10 / დინამო 5, თიუნი 1

D ჯგუფი

20 თებ, 22:30 ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ) დროტ ჰალმსტადი (შვდ)

22 თებ, 23:30 გორენიე ველენიე (სლნ) ფლენზბურგი (გერ)

23 თებ, 17:15 ჰამბურგი (გერ)ოლბორგი (დან)

ჰამბურგი 16, ფლენზბურგი 15, ოლბორგი 8, გორენიე 8 / ლოგრონიო 6, ჰალმსტადი 1

მერვედფინალში გადის 4–4 გუნდი

Leave a Reply