17/02/14 15 მერვედფინალისტი ცნობილია
ჩემპიონთა ლიგის ბოლოსწინა ტურის შემდეგ გამოვლინდა მერვედფინალის 15 მონაწილე. კვირას პლეიოფში თამაში გაინაღდეს დანიურმა ოლბორგმა და სლოვენიის გორენიემ.
მათი თამაში ოლბორგში გორენიემ მოიგო – 28:23, რის შემდეგაც პლეიოფს მიღმა დარჩა ესპანური ლოგრონიო ლა რიოხა. ოლბორგსა და გორენიეს 8-8 ქულა აქვთ, ლა რიოხას – 6. ბოლო ტურის შემდეგ ესპანელები რომც დაეწიონ მეტოქეებს, ორივესთან უარესი პირადი ბალანსი აქვთ. მათ ოლბორგის გამარჯვება აწყობდათ.
ამგვარად, მერვედფინალში ესპანეთს მხოლოდ ბარსელონა წარმოადგენს. პლეიოფში გავიდა ოთხივე გერმანული გუნდი, ორი პოლონური, ორი სლოვენიური, ორი მაკედონიური, ორიც დანიური, თითო ფრანგული და ხორვატული. მეთექვსმეტე ადგილზე პრეტენზიას აცხადებენ ხორვატიის ოსიგურანიე და უკრაინის მოტორი.
ფოტო: კილი-კელცე
ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. ჯგუფური ეტაპი.
9 ტური. 12-16 თებერვალი
A ჯგუფი
15 თებ. ვესპრემი (უნგ) – ოსიგურანიე (ხორ) 34:27
15 თებ. სტ. პეტერბურგი (რუს) – ლიოვენი (გერ) 23:32
15 თებ. ცელიე ლაშკო (სლნ) – მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 30:27
ვესპრემი 17 ქულა, ლიოვენი 14, ცელიე 9, ზაპოროჟიე 7 / ზაგრები 6, სტ. პეტერბურგი 1
B ჯგუფი
13 თებ. ვისლა პლოცკი (პოლ) – კოლდინგი (დან) 25:26
15 თებ. დიუნკერკი (საფ) – პორტუ (პორ) 25:25
16 თებ. კილი (გერ) – ტარგი კელცე (პოლ) 28:28
კილი 15, კოლდინგი 12, კელცე 11, ვისლა 8 / პორტუ 5, დიუნკერკი 3
C ჯგუფი
15 თებ. ბარსელონა (ესპ) – პსჟ (საფ) 38:28
16 თებ. დინამო მინსკი (ბლრ) – მეტალურგ სკოპიე (მკდ) 23:23
16 თებ. ვარდარ სკოპიე (მკდ) – ვაკერ თიუნი (შვც) 32:25
ბარსელონა 17, პსჟ 11, ვარდარი 10 , მეტალურგი 10 / დინამო 5, თიუნი 1
D ჯგუფი
12 თებ. ფლენზბურგი (გერ) – ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ) 37:25
16 თებ. ოლბორგი (დან) – გორენიე (სლნ) 23:28
16 თებ. დროტ ჰალმსტადი (შვდ) – ჰამბურგი (გერ) 24:35
ჰამბურგი 16, ფლენზბურგი 15, ოლბორგი 8, გორენიე 8 / ლოგრონიო 6, ჰალმსტადი 1
მერვედფინალში გადის 4–4 გუნდი
ქალები. მეორე ჯგუფური ეტაპი. 3 ტური. 15-16 თებერვალი
2 ჯგუფი
16 თებ. დიორი ეტო (უნგ) – კრიმ მერკატორი (სლნ) 27:24
16 თებ. ბუდუჩნოსტი (მნტ) – ლარვიკი (ნორ) 19:19
დიორი 5, ბუდუჩნოსტი 4 / კრიმი 2, ლარვიკი 1
1 ჯგუფი
15 თებ. ტიურინგერი (გერ)- სევეჰოფი (შვდ) 30:25
15 თებ. ვარდარი (მკდ) – მიდტიულანდი (დან) 24:23
ვარდარი 5, ტიურინგერი 4 / მიდტიულანდი 2 სევეჰოფი 1
ნახევარფინალში გადის 2-2 გუნდი