16/02/14 ბარსელონამ პსჟ გაანადგურა
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირის ბოლოსწინა ტურში ბარსელონამ იოლად მოუგო პარი სენ ჟერმენს, ხოლო კიდევ ერთი მერვედფინალისტი გახდა სლოვენიის ცელიე.
სატურნირო თვალსაზრისით ყველაზე პრინციპული თამაში სწორედ ცელიეში გაიმართა, სადაც პივოვარნა ლაშკოსა და ზაპოროჟიეს მოტორს შორის მოგებული პლეიოფში გასვლას ინაღდებდა. მძიმე ბრძოლაში მოიგეს მასპინძლებმა – 30:27, მოტორი კი მეოთხე, გამსვლელ ადგილზეა, მაგრამ ბოლო ტურში შინ ეთამაშება უნგრეთის ვესპრემს, რომელსაც ჯერ წაგება არა აქვს, ხოლო კონკურენტი, ზაგრების ოსიგურანიე აუტსაიდერ საკტ-პეტერბურგს მასპინძლობს.
ბარსელონაც და სენ ჟერმენიც უკვე მერვედფინალში არიან, მაგრამ მათი თამაში ყოველთვის პრინციპულია. ბარსა თავიდანვე დაწინაურდა ბოსნიელი მეკარის, დანიელ სარიჩის კარგი თმაშის წყალობით და ტაიმი 19:9 მოიგო, რის შემდეგაც გამარჯვებული გაირკვა. საბოლოოდ – 38:28. ბარსელონაში ყველაზე შედეგიანები იყვნენ გარემარბი ვიქტორ ტომასი (10), დანიელი პივოტი იესპერ ნოდესბო (5) და ბელარუსი რუტენკა (5).
გასათამაშებელი სამი საგზურიღა დარჩა. ხვალინდელი 5 მატჩიდან ყველაზე საინტერესოა უშუალო კონკურენტების, დანიური ოლბორგისა და სლოვენიის გორენიეს თამაში.
ქალთა ტურნირზე მხოლოდ პირველი წრე სრულდება. მაკედონიის ვარდარმა ბოლოში გატეხა დანიური მიდტიულანდი – 24:23 და ჯგუფში პირველი ადგილი შეინარჩუნა.
ფოტო: ბარსელონა-პსჟ. ვიქტორ ტომასი
ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. ჯგუფური ეტაპი.
9 ტური. 12-16 თებერვალი
A ჯგუფი
15 თებ. ვესპრემი (უნგ) – ოსიგურანიე (ხორ) 34:27
15 თებ. სტ. პეტერბურგი (რუს) – ლიოვენი (გერ) 23:32
15 თებ. ცელიე ლაშკო (სლნ) – მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 30:27
ვესპრემი 17 ქულა, ლიოვენი 14, ცელიე 9, ზაპოროჟიე 7 / ზაგრები 6, სტ. პეტერბურგი 1
B ჯგუფი
13 თებ. ვისლა პლოცკი (პოლ) – კოლდინგი (დან) 25:26
15 თებ. დიუნკერკი (საფ) – პორტუ (პორ) 25:25
16 თებ, 20:45 კილი (გერ) – ტარგი კელცე (პოლ)
კილი 14, კელცე 10, კოლდინგი 10, ვისლა 8 / პორტუ 5, დიუნკერკი 3
C ჯგუფი
15 თებ. ბარსელონა (ესპ) – პსჟ (საფ) 38:28
16 თებ, 17:00 დინამო მინსკი (ბლრ) – მეტალურგ სკოპიე (მკდ)
16 თებ, 21:00 ვარდარ სკოპიე (მკდ) – ვაკერ თიუნი (შვც)
ბარსელონა 17, პსჟ 11, მეტალურგი 9, ვარდარი 8 / დინამო 4, თიუნი 1
D ჯგუფი
12 თებ. ფლენზბურგი (გერ) – ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ) 37:25
16 თებ, 17:15 ოლბორგი (დან) – გორენიე (სლნ)
16 თებ, 19:00 დროტ ჰალმსტადი (შვდ) – ჰამბურგი (გერ)
ფლენზბურგი 15, ჰამბურგი 14, ოლბორგი 8, გორენიე 6 / ლოგრონიო 6, ჰალმსტადი 1
მერვედფინალში გადის 4–4 გუნდი
ქალები. მეორე ჯგუფური ეტაპი. 3 ტური. 15-16 თებერვალი
1 ჯგუფი
15 თებ. ტიურინგერი (გერ)- სევეჰოფი (შვდ) 30:25
15 თებ. ვარდარი (მკდ) – მიდტიულანდი (დან) 24:23
ვარდარი 5, ტიურინგერი 4 / მიდტიულანდი 2 სევეჰოფი 1
2 ჯგუფი
16 თებ, 21:00 დიორი ეტო (უნგ) – კრიმ მერკატორი (სლნ)
16 თებ, 23:00 ბუდუჩნოსტი (მნტ) – ლარვიკი (ნორ)
ბუდუჩნოსტი 3, დიორი 3 / კრიმი 2, ლარვიკი 0
ნახევარფინალში გადის 2-2 გუნდი