EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

15/02/14 სტრუმიცა მეორედაც დამარცხდა, ტრაბზონმა მოიგო

რევაზ ჭანტურიას გუნდმა, ზომიმაკ სტრუმიცამ მეორე თამაშიც წააგო ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასის ჯგუფურ ეტაპზე. მაკედონიელები შინ დამარცხდნენ დანიის სკიერნთან – 23:24.

 

ქართველმა გარემარბმა, ისევე როგორც პირველ მატჩში, მონპელიესთან, 1 გოლი გაიტანა. ტურის მეორე თამაშში ლისაბონის სპორტინგი შინ დამარცხდა მონპელიესთან – 27:30. 4 ქულით ლიდერობს მონპელიე, თითო მოგება აქვთ სპორტინგსა და სკიერნს. მესამე ტურში სტრუმიცა 23 თებერვალს ეთამაშება სპორტინგს. მეოთხედფინალში ჯგუფიდან 2 გუნდი გადის.

თურქეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში მეთორმეტე თამაში მოიგო ტრაბზონსფორმა და მეოთხე ადგილი შეინარჩუნა. გიგა ტორონჯაძისა და რატი მსხვილიძის კლუბმა შინ დაამარცხა იზმირი – 32:26, 4 გოლი გაიტანა მსხვილიძემ.

ფოტო: სტრუმიცა-სკიერნი

 

Leave a Reply