14/02/14 შაბათს: ბარსელონა – პსჟ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირის მეცხრე ტურში ხუთშაბათს ერთი მატჩი გაიმართა, შაბათს კი მთავარი თამაშია – პალაუ ბლაუგრანას დარბაზში ბარსელონა პარი სენ ჟერმენს უმასპინძლებს.

პოლონეთის ვისლამ შინ 25:26 წააგო დანიის კოლდინგთან, თუმცა, B ჯგუფში უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია – ორივე გუნდი უკვე გასულია მერვედფინალში. პლეიოფში არიან ბარსელონა და სენ ჟერმენიც, მაგრამ თამაში მაინც პრინციპულია.

მოედანზე გამოვა ევროპის ამასწინანდელი ჩემპიონატის 21 მონაწილე, მათ შორის – 5 ევროპის ჩემპიონი ფრანგი: ნიკოლა კარაბატიჩი და სედრიკ სორენდო (ბარსელონა), ლუკ აბალო, დანიელ ნარსისი და სამუელ ონრუბია (პსჟ). ევრო 2014-ის სხვა ვარსკვლავებიდან გამოსარჩევი არიან დანიელი მიქელ ჰანსენი, ვინც ორი სეზონი ითამაშა ბარსელონაში, ხორვატები მარკო კოპლიარი, იგორ ვორი და იაკოვ გოიუნი (პსჟ); ბელარუსი სიარჰეი რუტენკა, მაკედონიელი კირილ ლაზაროვი, ესპანელები რაულ ენტრერიოსი და ვიქტორ ტომასი (ბარსელონა). პირველი წრის მატჩი პარიზში ბარსელონამ 33:29 მოიგო.

ლიგის ბოლო ორმა ტურმა უნდა გამოარკვიოს დარჩენილი 4 მერვედფინალისტი. შაბათ-კვირას მორიგ ტურს გამართავენ ქალებიც.

ბარსელონა – პსჟ. რეპორტაჟის ლინკი. შაბათს, 19:15

http://www.laola1.tv/en-int/live/fc-barcelona-psg-handball/146867.html

ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. ჯგუფური ეტაპი.

9 ტური. 12-16 თებერვალი

B ჯგუფი

13 თებ. ვისლა პლოცკი (პოლ) კოლდინგი (დან) 25:26

15 თებ, 21:00 დიუნკერკი (საფ)პორტუ (პორ)

16 თებ, 20:45 კილი (გერ)ტარგი ლცე (პოლ)

კილი 14, ლცე 10, კოლდინგი 10, ვისლა 8 / პორტუ 4, დიუნკერკი 2

A ჯგუფი

15 თებ, 22:00 ვესპრემი (უნგ)ოსიგურანიე (ხორ)

15 თებ, 23:00 სტ. პეტერბურგი (რუს)ლიოვენი (გერ)

15 თებ, 23:30 ცელიე ლაშკო (სლნ) მოტორ ზაპოროჟიე (უკრ)

ვესპრემი 15 ქულა, ლიოვენი 12, ზაპოროჟიე 7, ცელიე 7 / ზაგრები 6, სტ. პეტერბურგი 1

C ჯგუფი

15 თებ, 19:15 ბარსელონა (ესპ)პსჟ (საფ)

16 თებ, 17:00 დინამო მინსკი (ბლრ)მეტალურგ სკოპიე (მკდ)

16 თებ, 21:00 ვარდარ სკოპიე (მკდ)ვაკერ თიუნი (შვც)

ბარსელონა 15, პსჟ 11, მეტალურგი 9, ვარდარი 8 / დინამო 4, თიუნი 1

D ჯგუფი

12 თებ. ფლენზბურგი (გერ) ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ) 37:25

16 თებ, 17:15 ოლბორგი (დან)გორენიე (სლნ)

16 თებ, 19:00 დროტ ჰალმსტადი (შვდ) ჰამბურგი (გერ)

ფლენზბურგი 15, ჰამბურგი 14, ოლბორგი 8, გორენიე 6 / ლოგრონიო 6, ჰალმსტადი 1

მერვედფინალში გადის 4–4 გუნდი

ქალები. მეორე ჯგუფური ეტაპი. 3 ტური. 15-16 თებერვალი

1 ჯგუფი

15 თებ, 18:00 ტიურინგერი (გერ)- სევეჰოფი (შვდ)

15 თებ, 21:00 ვარდარი (მკდ) – მიდტიულანდი (დან)

ვარდარი 3, მიდტიულანდი 2 / ტიურინგერი 2, სევეჰოფი 1

2 ჯგუფი

16 თებ, 21:00 დიორი ეტო (უნგ) – კრიმ მერკატორი (სლნ)

16 თებ, 23:00 ბუდუჩნოსტი (მნტ) – ლარვიკი (ნორ)

ბუდუჩნოსტი 3, დიორი 3 / კრიმი 2, ლარვიკი 0

ნახევარფინალში გადის 2-2 გუნდი

Leave a Reply