08/01/14 ყველამ ერთად გავიმარჯვეთ
საქართველოს ნაკრება პირველი დამარცხება აგემა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის ლიდერს, ლიტვას – 26:23 და ბოლო ტურის წინ პლეიოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს.
დღესვე თურქეთმა დაამარცხა ფინეთი – 25:19, რის შემდეგაც მეორე ადგილი გავინაღდეთ, ხოლო პირველ ადგილზე იმ შემთხვევაში გავალთ, თუ 11 იანვარს გავიმარჯვებთ ფინეთში, ხოლო 12 იანვარს ლიტვა შინ წააგებს თურქეთთან.
საქართველოს ნაკრებმა სამივე საშინაო მატჩი მოიგო, რაც არ მომხდარა 1999 წლის შემდეგ, როდესაც ევროპიც ჩემპიონატის პლეიოფში გავედით. ლიტვა მხოლოდ თამაშს დასაწყისში დაწინაურდა – 3:1, რასაც მოჰყვა ქართველების ოთხგოლიანი სპურტი – 5:3 და ამის შემდეგ წინ სულ მასპინძლები იყვნენ.
ტრავმირებული ირაკლი ჩიქოვანი კარგად შეცვალა აკაკი ტალახაძემ, ვინც თითქმის შეუცვლელად ითამაშა შეტევაში გამთამაშებლისა და მარცხენა გარემარბის პოზიციაზე. პირველ ტაიმში თითქმის ასპროცენტიანი შედეგი ჰქონდათ შეტევაში რატი მსხვილიძესა და ვლადიმერ რუსიას – 4-4 გოლი. ტაიმი 15:12 მორჩა.
მაქსიმალური სხვაობა, 17:12, 18:13, მეორე ტაიმის საწყის წუთებში იყო, მაგრამ შეტევაში თითქმის შეუცვლელად მოთამაშე გუნდს დაღლა დაეწყო. ჩიქოვანის არყოფნას დაემატა ის, რომ თითქმის ნახევარი გუნდი გრიპის ვირუსით იყო დასნებოვნებული, ხოლო შოთა თევზაძე 38-გრადუსიანი სიცხით თამაშობდა. ლიტვამ დევნა წამოიწყო, მაგრამ ამ წუთებში საოცრად კარგად ითამაშა მეკარე თევზაძემ, ვინც 2 შვიდმეტრიანთან ერთად ბევრი სხვა დარტყმაც მოიგერია.
44-ე წუთზე ლიტვამ ქულამდე დაიყვანა სხვაობა – 18:19, ხოლო დასრულებამდე 5 წუთით ადრე 22:21 ვიგებდით. და მაინც, ქართველებმა გატეხეს მეტოქე, რაშიც წვლილი „ქართული სპორტის ქომაგებმა“, 2 ათასზე მეტმა მაყურებელმა და მათმა დირიჟორმა, ინფორმატორმა გიორგი გულბანმა შეიტანეს.
შეუჩერებლები იყვნენ მსხვილიძე და რუსია, თითქმის ასპროცენტიანი იყო შეტევაში რევაზ ჭანტურია, ვეტერანმა სერგო დათუკაშვილმა საჭირო მომენტში აუღელვებლად შეაგდო 2 პენალტი და ორი საგოლე გადაცემაც შეასრულა; 2 გოლი მეორე ვეტერანის, გიორგი გვაზავას ანგარიშზეა, ვინც თითქმის შეუცვლელად ითმაშა შეტევაში; პირველი და ბოლოსწინა, ძალიან საჭირო გოლი გაიტანა ფოთელმა უჩა გამზარდიამ; კარგად მიყავდა თამაში ტალახაძეს, ხოლო უჩა მაისურაძე და ახალბედა ზურაბ სიმონია ნაყოფიერად ეშველებოდნენ თანაგუნდელებს დაცვაში. მეკარეზე უკვე ვთქვით, ჯორჯე რაშიჩი კი ოპტიმალურად იყენებდა თითქმის მინიმალურ რესურსს, განსხვავებით ლიტვისგან, რომლის მწვრთნელსაც ძალიან გრძელი სკამი ჰქონდა.
საბოლოოდ, მოგება 26:23 და ბოლო ტურის იმედი.
მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია. ევროპა. 5 ტური.
1 ჯგუფი. 8 იანვარი. თბილისი, სპორტის სასახლე
საქართველო – ლიტვა 26:23
საქართველო: თევზაძე – მსხვილიძე 11/7 (2წთ), რუსია 8/5 (2 წთ), ჭანტურია 6/5, დათუკაშვილი 6/4 (2წთ) გვაზავა 3/2, გამზარდია 4/2, ტალახაძე 4/1, მაისურაძე, სიმონია (ტორონჯაძე, აბრამიშვილი, გოგალაძე. ამირანაშვილი, წითელიშვილი) – პენალტები 5/4
ლიტვა: ვასკევიჩუსი, რასიმასი, პაზემეცკასი – პეტრეიკისი 7, სტრაზდასი 5, იასინსკასი 4, პ. ბაბარსკასი 3 (2წთ), სტანკევიჩუსი 2, გ. ბაბარსკასი 1, ვორობიოვასი 1, დუმჩუსი, გროსასი (2წთ), ფეოკტისტოვასი (2წთ), სტროპუსი, დრევინსკასი, გერვე – პენალტები 6/4
მსაჯები: სიმონე ძენდალი, სტეფანო რიელო (იტა) / დელეგატი: ვასილი ფეგირი (უკრ)
2700 მაყურებელი
თურქეთი – ფინეთი 25:19
ლიტვა 7 ქულა / საქართველო 6, თურქეთი 4, ფინეთი 3
30 ოქტომბერი. ლიტვა – საქართველო 23:17, ფინეთი – თურქეთი 26:20
3 ნოემბერი. თურქეთი – ლიტვა 20:23, საქართველო-ფინეთი 26:19
2 იანვარი. ფინეთი – ლიტვა 20:20, თურქეთი – საქართველო 29:23
4 იანვარი. ლიტვა – ფინეთი 24:23. 5 იანვარი. საქართველო – თურქეთი 33:26
8 იანვარი. საქართველო – ლიტვა 26:23, თურქეთი – ფინეთი 25:19
11 იანვარი, 19:00 ფინეთი – საქართველო; 12 იანვარი, 19:00 ლიტვა – თურქეთი
2 ჯგუფი
რუმინეთი – იტალია 34:29, კვიპროსი – სლოვაკეთი 18:20
რუმინეთი 10 / სლოვაკეთი 8, იტალია 2, კვიპროსი 0
3 ჯგუფი
უკრაინა 7 / სლოვენია 6, შვეიცარია 3, ლუქსემბურგი 0
9 იანვარი. 18:45. უკრაინა – ლუქსემბურგი, 23:00 შვეიცარია – სლოვენია
4 ჯგუფი
საბერძნეთი – ჰოლანდია 24:19, ისრაელი – ბელგია 27:25
ისრაელი 6 (+7) / საბერძნეთი 6 (+2), ჰოლანდია 4 (-2), ბელგია 4 (-7)
5 ჯგუფი
ბოსნია – ესტონეთი 28:26, ლატვია – პორტუგალია 24:26
ბოსნია 10 / პორტუგალია 6, ლატვია 4 , ესტონეთი 0
რატი მსხვილიძე ზურაბ გენგიურის ფოტოზე
https://www.facebook.com/GEONHF