04/01/14 ლიტვა გადარჩა, თუმცა შანსი ჩვენც დაგვრჩა

კვირას, 18 საათზე საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები თურქეთს მასპინძლობს. სპორტის სასახლეში შესვლა თავისუფალია, ხოლო პირდაპირ ტელერეპორტაჟს აფხაზეთის ხმა აწარმოებს.

 

შაბათს ჩვენს ჯგუფში ერთი მატჩი უკვე გაიმართა და ლიტვამ 24:23 მოუგო ფინეთს. ფინელები მეორე ტაიმის საწყის წუთებში 16:12 იგებდნენ. ლიტვამ ანგარიში გაათანაბრა და ამის შემდეგ სხვაობა ერთ ბურთზე მეტი არ ყოფილა. ბოლოსწინა წუთზე ფინეთი 23:22 იგებდა, როცა მსაჯმა კოლიონენი გააძევა და სტუმართა კარში შვიდმეტრიანი დანიშნა. როდესაც პეტრეიკისმა ანგარიში გაათანაბრა, დარჩენილი ზუსტად ერთი წუთი იყო. ფინეთი უტევდა, მაგრამ 12 წამით ადრე რემიმ ააცილა, ხოლო საპასუხო შეტევაში, სირენამდე 6 წამით ადრე, ბაბარსკასმა ლიტვას მოაგებინა – 24:23.

ლიტვა 7 ქულით კიდევ უფრო დაწინაურდა ჯგუფში, მაგრამ პირველობის შანსი სხვებსაც დარჩათ. 5 იანვარს თურქეთთან და 8 იანვარს ლიტვასთან შინ გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრებს, 11 იანვარს, ფინეთში თამაშის წინ პლეიოფში გასვლის შანსი ექნება, ოღონდ, ამ შემთხვევაში ლიტვამ ქულა მაინც უნდა დაკარგოს შინ თურქეთთან.

საქართველოს ნაკრებში თურქეთთან ანკარაში წაგებული მატჩი შემდეგ ერთი ცვლილებაა – ჭაბუკთა ნაკრებს დაუბრუნდა თემურ ორჯონიკიძე, მის ნაცვლად კი განაცხადში ილია გოგალაძე იქნება.

მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია. ევროპა. 4 ტური.

1 ჯგუფი. ლიტვა 7 ქულა (+10) / ფინეთი 3 (-2), თურქეთი 2 (-3), საქართველო 2 (-5)

4 იანვარი, ვილნიუსი. ლიტვა – ფინეთი 24:23

5 იანვარი. თბილისი, სპორტის სასახლე. 18:00

საქართველო – თურქეთი

მსაჯები: რობერტ არაბაჯუ, სილვიუ სტანესკუ (რუმ) / დელეგატი: ვასილი ფეგირი (უკრ)

საქართველო: 22. შოთა თევზაძე 16. გიგა ტორონჯაძე – 5. გიორგი გვაზავა 7. უჩა გამზარდია 8. ზურაბ აბრამიშვილი 9. სერგო დათუკაშვილი 10. ვლადიმერ რუსია 14. ირაკლი ჩიქოვანი 15. ოთარ ამირანაშვილი 18. უჩა მაისურაძე 19. ზურაბ სიმონია 20. ლექსო წითელიშვილი 23. რევაზ ჭანტურია 24. რატი მსხვილიძე 31. ილია გოგალაძე 77. აკაკი ტალახაძე – მწვრთნელი ჯორჯე რაშიჩი (სრბ)

თურქეთი: 12. ტანერ გიუნაი 26. იუნუს იოზმუსული 28. ვეისელ ალკისი – 2. რეჯეფ კირდალი 3. ალფერენ პეტკაში 4. ატილა ზამანი 5. ონურ ერსინი 9. ემრე იოზი 17. ჩეთინ ჩელიქი 20. თოლგა იოჰბაზარი 22. ტუგბერკ ჩატკინი 24. ემრე ქეშქინი 25. მიქაილ ილდირიმი 33. ნიჰათ ჩელიქი 49. ჯან ჩელები 53. რამაზან დიონე – მწვრთნელი ადნან ოზთურქი

30 ოქტომბერი. ლიტვა – საქართველო 23:17, ფინეთი – თურქეთი 26:20

3 ნოემბერი. თურქეთი – ლიტვა 20:23, საქართველო-ფინეთი 26:19

2 იანვარი. ფინეთი – ლიტვა 20:20, თურქეთი – საქართველო 29:23

8 იანვარი. საქართველო – ლიტვა, თურქეთი – ფინეთი

11 იანვარი. ფინეთი – საქართველო, 12 იანვარი. ლიტვა – თურქეთი

2 ჯგუფი: რუმინეთი 6 / სლოვაკეთი 6, იტალია 2, კვიპროსი 0

4 იანვარი. სლოვაკეთი – იტალია 28:21, 5 იანვარი. კვიპროსი – რუმინეთი

3 ჯგუფი: უკრაინა 5 / სლოვენია 4, შვეიცარია 3, ლუქსემბურგი 0

5 იანვარი. შვეიცარია – უკრაინა, სლოვენია – ლუქსემბურგი

4 ჯგუფი: ისრაელი 4 / ბელგია 4, ჰოლანდია 2, საბერძნეთი 2,

5 იანვარი. საბერძნეთი – ისრაელი, ჰოლანდია – ბელგია

5 ჯგუფი: ბოსნია 6 / ლატვია 4 , პორტუგალია 2, ესტონეთი 0

5 იანვარი. ლატვია – ბოსნია, პორტუგალია – ესპანეთი

პლეიოფში გადიან მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები

 

Leave a Reply