სიახლეები
19/11/13 ქალი და ხელბურთი
22-23 ნოემბერს ვენაში გაიმართება მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ქალი და ხელბურთი. კონფერენციის პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს თანამედროვე ხელბურთის ყველა ასპექტში. ორდღიანი პროგრამა ძალიან დატვირთულია – მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთი ქვეყნების გამოცდილებასა და ბოდროინდელ სახელბურთო მიმდინარეობებს.
საქართველოდან სემინარში მონაწილეობას მიიღებენ ხელბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე და ქალთა ხელბურთის კომიტეტის ხელმძღვანელი ლანა მარგიანი.