19/11/13 ბათუმმა და სამტრედიამ გაიმარჯვეს
სენაკში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტური დასავლეთის ქვეჯგუფის გუნდებს შორის.
შარშანდელი ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორმა ბათუმმა ტაიმი 31:18 მოუგო ქუთაისს, შესვენების შემდეგ კი უპირატესობა განიმტკიცა – 46:28. სამტრედიამ 39:25 (20:10) დაამარცხა 1998-99 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა ნაკრები.
აღმოსავლეთის ოთხ გუნდს პირველი წრე უკვე დასრულებული აქვს, დასავლელებს ჯერჯერობით ორით ნაკლები 5-5 მატჩი აქვთ გამართული, მაგრამ ბათუმსა და სამტრედიას უკვე განაღდებული აქვთ მეორე-მესამე ადგილები პირველი წრის შემდეგ. ორივეს 8-8 ქულა აქვს. ბათუმისა და სამტრედიის მატჩი ტურის ბოლო დღეს, ხუთშაბათს გაიმართება, ხვალ კი თამაშობენ – ჭაბუკთა ნაკრები – ბათუმი, ქუთაისი – სამტრედია.
საქართველოს ჩემპიონატი. სენაკი. 20 ნოემბერი
ბათუმი – ქუთაისი 46:28
ბათუმი: სამყურაშვილი – ჯორბენაძე 11, გამზარდია 7, ქარდავა 7. ხუნჯუა 5, უ. მაისურაძე 4, წივწივაძე 4, ვინოგრადსკი 3, ქავთარაძე 2, ნარსია 1, ჭელიძე 1, გოგიჩაიშვილი 1, ჭანტურია, წიტაიშვილი
ქუთისი: შიშინაშვილი, გულეიშვილი – ბოყოჩაძე 10, ჟვანია 5, გ. კვერნაძე 4, მათნაძე 3, ჯუღელი 3, გობეჯიშვილი 3, ჩიხლაძე, ლომიძე, ახალაძე, ბახტურიძე, მამასახლისი, კობახიძე, ტუღუში
სამტრედია – ჭაბუკთა ნაკრები 39:25
სამტრედია: ხონელიძე, გაგუა – თევზაძე 11, წითელიშვილი 6, გ. ნიკურაძე 6, ხვიჩა 4, ღაღანიძე 3, ხაჟომია 3, ჯ. ნიკურაძე 2, ავალიანი 2, ელგანდაშვილი 1, ზურაბიანი 1, ქავზინაძე, გაგლოშვილი, ცხვარაძე, ბოცვაძე
ჭაბუკები: ხანდოლიშვილი, ვათიაშვილი – ჰუსეინოვი 10, ბაინაზაშვილი 4, კბილაშვილი 3, ე. არსენაშვილი 3, ნ. მაისურაძე 2, ფერაძე 2, რუსტამოვი 1, ბიბილეიშვილი, დანელაშვილი, ნაზღაიძე, დოლმაზაშვილი, გაწერელია
მსაჯები: ინა ჭკუასელი, ზურაბ ქოქოსაძე
მდგომარეობა (თ, მ, ფ, წ, ბ, ქ)
სტუ————-7-7-0-0-236–160-14
ბათუმი———5-4-0–1–197-150-8
სამტრედია—–5-4-0–1–174-141-8
პეგასი———--7-2-2–3-212–234-6
იმედი———–7-3–0-4-192–219-6
ქუთაისი——–5-1–1-3-140-172-3
ჭაბუკები——--5-0–2-3-132–154-2
თელავი———7-0–1-6-158–211–1
20 ნოემბერი. 15:00 ჭაბუკები – ბათუმი, 16:30 ქუთაისი – სამტრედია
21 ნოემბერი. 13:00 ქუთაისი – ჭაბუკები, 14:30 ბათუმი – სამტრედია