08/11/13 ოლიმპიური ნაკრები მზადებას განაგრძობს
საქართველოს ჭაბუკთა ოლიმპიური ნაკრები მორიგ შეკრებას გადის დუშეთში, სადაც გუნდთან ერთად არის ხელბურთის საერთაშორისო ექსპერტი, ნორვეგიელი ბენტ დალი.
ბენტ დალი, საქართველოსა და ნორვეგიის ფედერაციას შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების თანახმად, მეორედ ატარებს საწვრთნელ სესიას ჭაბუკთა ნაკრებთან, რომლის მთავარი მწვრთნელია დიმიტრი აბესაძე. პირველად ის აგვისტოში გვეწვია.
2014 წელს ბენტ დალი კიდევ ორჯერ, მარტსა და ივნისში ჩამოვა საქართველოში და იმუშავებს გუნდთან, რომელსაც 2015 წელს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე, ხოლო 2017 წელს ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე უწევს თამაში. ორივე ეს ტურნირი საქართველოში გაიმართება.
საქართველოს გოგონათა და ჭაბუკთა ნაკრებები წელიწადზე მეტია, გეგმაზომიერად ემზადებიან 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალისთვის.
ჭაბუკთა ნაკრებს 2014 წელს ექნება 7 საწვრთნელი შეკრება საქართველოში, საკონტროლო მატჩები კიევსა და მინსკში და 5 საერთაშორისო ტურნირი: პრაღაში (მარტი), ქუთაისში (მაისი), გიოტებორგსა და დრონებერგში (შვედეთი, დანია – ივლისში) და ვეშპრემში (უნგრეთი, აგვისტო).
ასეთივე დატვირთული სეზონი ექნება იმავე ასაკის, 1998-99 წლებში დაბადებულთა გოგონათა ოლიმპიურ ნაკრებს (მთავარი მწვრთნელი მაია კარბუნარი, უკრაინა) – 2014 წელს ისინი ითამაშებენ უკრაინაში, ჩეხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსსა და შვედეთში.
საქართველოს ნაკრები (1998-99)
პირველ რიგში: ხაზეინ რუსტამოვი – 7, გიორგი ბიბილეიშვილი – 5, გიგა ბაინაზაშვილი – 9, ირაკლი კბილაშვილი – 10, გიორგი ვათიაშვილი – 2, სანდრო ხანდოლიშვილი – 1, ლუკა გაწერელია – 14, ვუსალ ჰუსეინოვი 6, გიორგი ცხოვრებაძე – 2
მეორე რიგში: გიგი ფერაძე – 20, ერეკლე არსენაშვილი 11, ლუკა ბულბულაშვილი- 13, ზეზვა იობაშვილი – 15, გიორგი ტიელიძე – 17, ზურა გოგავა – 19, მიხეილ ნაზღაიძე – 8, ბექა დანელიშვილი – 18, გიორგი დოლმაზაშვილი – 4
მარცხნივ – ბენტ დალი, მარჯვნივ – დიმიტრი აბესაძე
მეტი ფოტო იხილე ჩვენს ფეისბუკზე
https://www.facebook.com/media/set/?set=a.379788232154619.1073741886.153041141495997&type=1