08/11/13 ტორონჯაძე ტრაბზონსფორში გადადის

საქართველოს ნაკრებისა და სტუ-ს მეკარე, გიგა ტორონჯაძე უახლოეს დღეებში გააფორმებს კონტრაქტს თურქეთის სუპერლიგის კლუბ ტრაბზონსფორთან.

ტრაბზონი თურქეთის 14-გუნდიან სუპერლიგაში ამჟამად მე-9 ადგილზეა 5 თამაშიდან 2 მოგებით, ხოლო 24 წლის ქართველი მეკარისთვის ეს პირველი უცხოური კლუბი იქნება. ტორონჯაძე 2005 წლიდან საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის, სტუ-ს ღირსებას იცავს.

გიგა ტორონჯაძე საქართველოს ნაკრების უცხოეთში მოთამაშე მეექვსე ხელბურთელი გახდება. რუმინეთში ასპარეზობენ შოთა თევზაძე, ვლადიმერ რუსია (სტიინტა ბაკაუ) და ირაკლი ჩიქოვანი (პოლიტექნიკა ტიმოშოარა), რევაზ ჭანტურია მაკედონიური სტრუმიცას წევრია, ხოლო სერგო დათუკაშვილი ლიბანის ას სადის მოთამაშეა.

რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს, ის 13 ნოემბერს განახლდება. 13, 14 და 15 ნოემბერს თბილისში ითამაშებს აღმოსავლეთის ქვეჯგუფის 4 გუნდი (სტუ, პეგასი, იმედი, თელავი), ხოლო 19, 20 და 21 ნოემბერს დასავლეთის ქვეჯგუფი (ბათუმი, სამტრედია, ქუთაისი, ჭაბუკთა ნაკრები) ტურს სენაკში გამართავს, რის შემდეგაც პირველი წრე დასრულდება.

საქართველოს ჩემპიონატი. მდგომარეობა

სტუ————4 0 0 129-105 8

ბათუმი——–3 0 1 151-122 6

სამტრედია—-3 0 1 135-116 6

იმედი———-2 0 2 122-133 4

ქუთაისი——-1 1 2 112-126 3

ჭაბუკები——-0 2 2 107-115 2

პეგასი———-0 2 2 124-141 2

თელავი——–0 1 3 104-126 1

 

Leave a Reply