05/11/13 ნორვეგიელი ექსპერტები დუშეთსა და თბილისში

საქართველოს ნაკრები თავის მორიგ მატჩს 2 იანვარს გამართავს თურქეთში, იქამდე კი სახელბურთო ცხოვრება საკმაოდ ინტენსიურად გრძელდება.

ნოემბერში გაიმართება ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურები აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონებში. თავისი რიგით გაგრძელდება ასაკობრივი პირველობებიც.

სადღეისოდ კი ორი მოვლენაა აქტუალური. საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამოსულია ორი ნორვეგიელი სპეციალისტი, ბენტ დალი და იგორ შესტაკოვი.

ხელბურთის საერთაშორისო ექსპერტი ბენტ დალი დუშეთშია, სადაც 1998-99 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა ნაკრებთან ერთად აქვს საწვრთნელი სემინარი-შეკრება. ნორვეგიელი წლეულს უკვე მეორედ ჩამოვიდა ოლიმპიურ ნაკრებთან სამუშაოდ. სწორედ ამ გუნდს უწევს თამაში 2015 წლის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე და 2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე. ორივე ეს ტურნირი საქართველოში გაიმართება.

თბილისში, სპორტკომპლექს არენაში კი ქართველი მწვრთნელებისთვის სემინარს ატარებს ცნობილი ექსპერტ-მეთოდისტი, იგორ შესტაკოვი. სემინარი 12 ნოემბრამდე გასტანს და მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს წვრთნის თანამედროვე მეთოდიკის შესახებ.

 

ფოტოებზე:

ბენტ დალი მეორედ ჩამოვიდა ოლიმპიურ ნაკრებთან სამუშაოდ

იგორ შესტაკოვის სემინარი სპორტკომპლექს არენაში


 

Leave a Reply