03/11/13 საქართველო – ფინეთი 26:19
საქართველოს ნაკრებმა სპორტის სასახლეში 26:19 დაამარცხა ფინეთი და განაგრძობს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას.
პირვლი ტაიმი ძალიან მძიმე ბრძოლაში გაილია. ფინეთი სულ ლიდერობდა, ერთი ხანობა 3 ბურთით და ტაიმი 10:8 მოიგო. გარდატეხა მოხდა მეორე ტაიმის დაწყებისთანავე, როდესაც 11:11-ის მერე საქართველომ ზედიზედ 8 გოლი გაიტანა და 19:11 დაწინაურდა, მერე კი სხვაობა 10 ბურთამდეც გაზარდა.
ჩვენი ჯგუფის ლიდერია ლიტვა, რომელმაც თურქეთში 23:20 დაამარცხა მასპინძლები და 4 ქულა აქვს, 2-2 ქულით საქართველოსა და ფინეთის ნაკრებები არიან.
მომდევნო მატჩი 2 იანვარს გვექნება თურქეთში. პლეიოფში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის.
ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია
ევროპის 1 ჯგუფი (პლეიოფში გადის მხოლოდ გამარჯვებული)
საქართველო – ფინეთი 26:19
3 ნოემბერი. თბილისი, სპორტის სასახლე
მსაჯები: იარონ ბენ-დანი, ასაფ ფარანი (ისრ)
დელეგატი: ისქანდარ ასქაროვი (აზე)
3 000 მაყურებელი
საქართველო: თევზაძე, ტორონჯაძე – ჭანტურია 6, დათუკაშვილი 5, მსხვილიძე 5, ჩიქოვანი 4, რუსია 4, გამზარდია 2, გვაზავა, გოგალაძე, მაისურაძე, ორჯონიკიძე, აბრამიშვილი, ამირანაშვილი, სიმონია (მწ. რასიჩი)
ფინეთი: ნორდკვისტი, მიაკელა 1 – ტამინენი 4, სუნდბერგი 4, ბ. ბრომანი 3, კილსტედტი 2, ვალო 2, ი. ბრომანი 1, კორპიმიაკი 1, რონბერგი 1, კოლიონენი, ოიალა, აუერი, სიომანი (მწ. ტულანდერი)
ლიტვა 4 ქულა, საქართველო 2, ფინეთი 2, თურქეთი 0
30 ოქტომბერი: ლიტვა – საქართველო 23:17, ფინეთი – თურქეთი 26:20
3 ნოემბერი: თურქეთი – ლიტვა 20:23, საქართველო-ფინეთი 26:19
2 იანვარი: ფინეთი – ლიტვა, თურქეთი – საქართველო
4-5 იანვარი: ლიტვა – ფინეთი, საქართველო – თურქეთი
8-9 იანვარი: საქართველო – ლიტვა, თურქეთი – ფინეთი
11-12 იანვარი: ლიტვა – თურქეთი, ფინეთი – საქართველო
2 ჯგუფი: სლოვაკეთი 2 / რუმინეთი 2, იტალია 0, კვიპროსი 0
(სლკ-კვი 35:14, იტა-რუმ 22:23 – 03/11 კვი-იტა, რუმ-სლკ)
3 ჯგუფი: უკრაინა 2 / სლოვენია 2, შვეიცარია 0, ლუქსემბურგი 0
(ლუქ-უკრ 34:38, სლნ-შვც 33:30 – 03/11 შვც-ლუქ, უკრ-სლნ)
4 ჯგუფი: ჰოლანდია 2 / ბელგია 2 ისრაელი 0, საბერძნეთი 0
(ჰოლ-საბ 25:20, ბელ-ისრ 29:28 – 03/11 ისრ-ჰოლ, საბ-ბელ)
5 ჯგუფი: ბოსნია 2 / ლატვია 2, ესტონეთი 0, პორტუგალია 0
(პორ-ლატ 26:29, ესტ-ბოს 26:29 – 03/11 ლატ-ესტ, ბოს-პორ)
მსოფლიო ჩემპიონატი: იანვარი, 2015, ყატარში. მონაწილეობს 24 გუნდი. მასპინძელი და მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი შერჩევის გარეშე ითამაშებენ. ევროპას, ესპანეთის გარდა, 12 ადგილი აქვს. 3 საგზურს მიიღებს ევროპის ჩემპიონატის 3 საუკეთესო გუნდი (იანვარი, 2014, დანია. მონაწილეობენ – ესპანეთი, დანია, ჩეხეთი, მაკედონია, ავსტრია, ისლანდია, უნგრეთი, ნორვეგია, სერბეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, რუსეთი, ხორვატია, შვედეთი, ბელარუსი, მონტენეგრო). დანარჩენი 12 ქვეყანა გადავა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში. მათ დაემატება გერმანია და პირველი ეტაპის 5 გამარჯვებული. 18 გუნდი დაწყვილდება და ივნისში, შინ/სტუმრად ფორმატით გამოავლენს კიდევ 9 ფინალისტს.
მეტი ფოტო იხილე ჩვენს ფეისბუკზე
https://www.facebook.com/GEONHF