11/10/13 თელავი–ყვარელი, შაბათს ბოლო მატჩია
თელავში 12 ოქტომბერს დასრულდება საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე 1998–99 წლებში დაბადებული ბიჭების აღმოსავლეთ ჯგუფში.
დარჩენილია ერთი მატჩი, რომელიც 12 ოქტომბერს გაიმართება თელავისა და ყვარლის გუნდებს შორის, რის შემდეგაც გაირკვევა ლიდერის ვინაობა. ჯგუფში სამი, დაახლოებით ერთი ძალის გუნდი შეიკრიბა – თელავი, ყვარელი და გორი. გორმა მოუგო ყვარელს – 28:27 და დამარცხდა თელავთან – 26:29. თუ თელავი შაბათს ყვარელს დაამარცხებს, მაშინ 10 ქულით ლიდერი გახდება, თუ ყვარელმა მოიგო, მაშინ 3 გუნდი 8–8 ქულას დააგროვებს.
2 მოგება აქვს რუსთავის გუნდს, 1 – ლაგოდეხს, ახაშენის (გურჯაანის რაიონი) ვაზმა ხუთივე მატჩი წააგო.
საქართველოს ჩემპიონატი
ბიჭები 1998-99. აღმოსავლეთი. 1 ტური, 9-12 ოქტომბერი. თელავი.
ყვარელი – ახაშენი 33:9, გორი – ლაგოდეხი 27:15, თელავი – რუსთავი 29:19
რუსთავი – ახაშენი 15:6, ლაგოდეხი – თელავი 13:20, ყვარელი – გორი 27:28
ლაგოდეხი – ახაშენი15:7, ყვარელი – რუსთავი 10:10 (გამოუცხადებლობა), გორი – თელავი 26:29
რუსთავი – ლაგოდეხი 14:10, გორი – ახაშენი 17:10, თელავი – ყვარელი 12 ოქტომბერს
რუსთავი – გორი 0:10 (გამოუცხადებლობა), ყვარელი – ლაგოდეხი 20:8, თელავი – ახაშენი 15:8
დასავლეთი (ქუთაისი, ფოთი, წყალტუბო, ბათუმი, სამტრედია, ზუგდიდი) – 1 ტური 15-20 ოქტომბერს სენაკში.
თბილისი (ქარიშხალა 9 ქულა, პეგასი 9, მამული 6, იმედი 4, შევარდენი 2, ქარელი 0). ორწრიანი ტურნირის შემდეგ მეორე ეტაპზე გადის 3-3 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო 4 ადგილი
ბიჭები 2000-01. დასავლეთი (ქუთაისი 8 ქულა, სამტრედია 5, ბათუმი 4, ფოთი 3, ზუგდიდი 0). აღმოსავლეთი (თელავი, ყვარელი, გორი, რუსთავი) – ტური 15-18 ოქტომბერს ყვარელში. თბილისი (ქარიშხალა, პეგასი, იმედი) – ტური 24-27 ოქტომბერს, თბილისში. ჩემპიონი გამოვლინდება ორწრიან ტურნირში
გოგონები, 1998-99. აღმოსავლეთი (მამული 7 ქულა, ყვარელი 7, პეგასი 4, იმედი 2, ქარიშხალა 0) დასავლეთი: (ფოთი 2, წყალტუბო 0, ზუგდიდსა და ბათუმს ჯერ არ უთამაშიათ). საერთო ტური – 1-6 ნოემბერს, თბილისში. ჩემპიონი გამოვლინდება ორწრიან ტურნირში.
გოგონები, 2000-01: ფოთი, ზუგდიდი, მამული, ქარიშხალა, ყვარელი – ტური 12-16 ნოემბერს, თბილისში. ჩემპიონი გამოვლინდება ორწრიან ტურნირში