სიახლეები
31/10/13 ხელბურთის ფედერაციის პრესკონფერენცია
პარასკევს, 13:30, სპორტის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ხელბურთის ფედერაცია მართავს პრესკონფერენციას.
ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ჯორჯე რასიჩი, კაპიტანი შოთა თევზაძე და ერთ-ერთი ლიდერი, სერგო დათუკაშვილი ისაუბრებენ ლიტვაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩზე და ფინეთთან შეხვედრაზე, რომელიც 3 ნოემბერს, 18:00 დაიწყება სპორტის სასახლეში.
პრესკონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმობა 2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატს, რომლის მასპინძლობის უფლებაც საქართველომ ახლახან მოიპოვა. ყატარში გამართული ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესის შესახებ ისაუბრებენ ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე და გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე.
ფოტოზე: საქართველოს ნაკრები ლიტვასთან მატჩის წინ. 30 ოქტომბერი, პანევეჟისი