30/10/13 ლიტვა – საქართველო 23:17

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო მატჩში 17:23 დამარცხდა ლიტვაში.

 

ლიტვა – საქართველო 23:17

 

ლიტვა: ვასკევიჩუსი, პაზემეცკასი – (ტყორცნა/გოლი) დრაბავიჩუსი 4/4, შვედასი 5/3, ბაბარსკასი 7/3, სტანკევიჩუსი 3/3, სტრაზდასი 6/2, პლეტა 2/2, გროსასი 5/2, დუმჩუსი 3/2, ბერნატონისი 5/1, პეტრეიკისი 4/1, ფეოკტისტოვასი 1/0, ორლოვსკისი 1/0 (მწ. სავუკინასი)


შეტევების ეფექტურობა 32%, ტყორცნების ეფექტურობა 50%, შვიდმეტრიანები 4/3, ტექნიკური შეცდომა 3, გაძევება 4

 

საქართველო: თევზაძე, ტორონჯაძეჩიქოვანი 12/6, მსხვილიძე 11/4, რუსია 8/3, დათუკაშვილი 6/2, ჭანტურია 4/2, გვაზავა 3/0, გოგალაძე 1/0, ბერძენიშვილი, ტალახაძე, გამზარდია, ამირანაშვილი, აბრამიშვილი (მწ.რასიჩი)

 

შეტევების ეფექტურობა 22%, ტყორცნების ეფექტურობა 38%, შვიდმეტრიანები 2/1, ტექნიკური შეცდომა 3, გაძევება 3

30 ოქტომბერი, 20:45. პანევეჟისი, Cido Arena

მსაჯები: ანატოლი ნოვიკოვი, რუსლან პერეპილიცი (უკრ)

დელეგატი: ტოივო იარვი (ესტ)

დღესვე: ფინეთი – თურქეთი 26:20


თამაში თანაბარი პირველი ტაიმის დასაწყისში იყო, შემდეგ ლიტვა დაწინაურდა და ტაიმი 12:7 მოიგო. თავი იჩინა იმან, რომ საქართველოს ნაკრები კარგა ხანია არ შეკრებილა და შეთამაშება აკლდა. მეორეში მასპინძლები 10 ბურთით დაწინაურდნენ, მაგრამ ქართველებმა ბოლოში ექვსამდე შეამცირეს სხვაობა.

 

შემდეგი მატჩი, ფინეთის ნაკრებთან, გაიმართება თბილისის სპორტის სასახლეში, 3 ნოემბერს, 18 საათზე.

 

საკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯებული გადის პლეიოფში და 2014 წლის ივნისში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ითამაშებს. მეტოქე ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაირკვევა (2014 წლის იანვარი, დანია).


მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია. ევროპის პირველი ეტაპი


1 ჯგუფი: ლიტვა, თურქეთი, საქართველო, ფინეთი

30 ოქტომბერი: ლიტვა – საქართველო 23:17, ფინეთი – თურქეთი 26:20

3 ნოემბერი: თურქეთი – ლიტვა, საქართველო-ფინეთი

2 იანვარი: ფინეთი – ლიტვა, თურქეთი – საქართველო

4-5 იანვარი: ლიტვა – ფინეთი, საქართველო – თურქეთი

8-9 იანვარი: საქართველო – ლიტვა, თურქეთი – ფინეთი

11-12 იანვარი: ლიტვა – თურქეთი, ფინეთი – საქართველო


2 ჯგუფი: სლოვაკეთი, რუმინეთი, კვიპროსი, იტალია

3 ჯგუფი: სლოვენია, უკრაინა, შვეიცარია, ლუქსემბურგი

4 ჯგუფი: ჰოლანდია, ისრაელი, საბერძნეთი, ბელგია

5 ჯგუფი: პორტუგალია, ბოსნია, ლატვია, ესტონეთი

 

მსოფლიო ჩემპიონატი 2015 წლის იანვარში, 24 გუნდის მონაწილეობით, იმართება ყატარში. მასპინძელი, ყატარი და მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი ტურნირში შერჩევის გარეშე იასპარეზებენ. ევროპას, ესპანეთის გარდა, 12 ადგილი აქვს გამოყოფილი.

 

3 საგზურს მიიღებს ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის სამი საუკეთესო გუნდი (მონაწილეობენ – ესპანეთი, დანია, ჩეხეთი, მაკედონია, ავსტრია, ისლანდია, უნგრეთი, ნორვეგია, სერბეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, რუსეთი, ხორვატია, შვედეთი, ბელარუსი, მონტენეგრო). დანარჩენი 12 მონაწილე ქვეყანა გადავა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში. მათ დაემატება გერმანია და პირველი ეტაპის 5 გამარჯვებული.

 

(ჩვენს მიერ მოწოდებული პირდაპირი რეპორტაჟის ბმული ლიტვის გარეთ საავტორო უფლებებით იყო დაცული, რისთვისაც ბოდიშს გიხდით)

Leave a Reply