31/03/14 იწყება ბიჭების საწვრთნელი კემპი
1-2 აპრილს გაიმართება საწვრთნელ-შესარჩევი კემპი 1998-99 წლებში დაბადებულ ბიჭებს შორის, რომელსაც საქართველოს ნაკრებების კოორდინატორი, ჯორჯე რაშიჩი გაუძღვება.
სერბმა მწვრთნელმა დაასრულა შეკრება ახალგაზრდულ ნაკრებთან და სანამ მათთან ერთდ ესპანეთში გაემგზავრება, ბიჭებსაც ავარჯიშებს და მათგან საუკეთესოებს შეარჩევს. შერჩეულები საწვრთნელ სესიას ჩაატარებენ 1998-99 წლებში დაბადებულთ ნაკრების მწვრთნელებთნ. გიორგი ქობელაშვილთან და გიორგი გვაზავასთან, ხოლო 8 აპრილიდან ვარჯიშებს შეუერთდება რაშიჩიც.
შერჩეულია 53 კანდიდატი საქართველოს 13 კლუბიდან. სელექციაში მონაწილეობდნენ თავად რაშიჩი, რომელიც, დაძაბული გრაფიკის მიუხედავად, ბიჭების მატჩებსაც ესწრებოდა, ნაკრების სხვა მწვრთნელები და ექსპერტთა ჯგუფი ხელბურთის ფედერაციიდან.
მეკარეები: სანდრო ხანდლიშვილი (ქარიშხალა), გიორგი ხარაიშვილი (იმედი), დათო მამულაშვილი (რუსთავი), ნიკო ზურაბიშვილი (პეგასი), მურმან ხასია (ზუგდიდი), გიორგი გაგუა (სამტრედია), ლევან ლილუაშვილი (თელავი), გიორგი ვათიაშვილი (გორი)
მარცხენა გარემარბები: გიორგი დოლმაზაშვილი (ყვარელი), ლუკა გაწერელია (პეგასი), ნოდარ გოგუა, გიორგი წიკლაური (ქარიშხალა), თამაზ კორაშვილი (მამული), მათე მიჩილაშვილი (შევარდენი), თამაზ ტარუაშვილი, ნოდარ დალაქიშვილი (გორი)
მარჯვენა გარემარბები: ზაალ ზაალიშვილი, ბექა მეძმარიაშვილი (შევარდენი), ვუსალ ჰუსეინოვი, საბა დვალიძე (იმედი), გიორგი გვასალია (ფოთი), გიორგი მერკვილაძე (ქუთაისი), მიხეილ ჯინჭარაძე (ქარიშხალა)
მარცხენა ინსაიდები: ზურაბ გოგავა, მიხეილ ნაზღაიძე (პეგასი), ზეზვა იობაშვილი (იმედი), გიორგი მიქაძე (ფოთი), ხვიჩა ხაჩიშვილი (ყვარელი), ლევან მამულაშვილი (ქარიშხალა), გიორგი შევჩენკო (მამული), ლაშა ცხვარაძე (სამტრედია)
მარჯვენა ინსაიდები: ლუკა ბულბულაშვილი (ქარიშხალა), გიორგი ტიელიძე (გორი), თენგიზ ბერაია (ფოთი)
გამთამაშებლები: ხაზეინ რუსტამოვი (იმედი), ირაკლი კბილაშვილი, გიგი ფერაძე (ქარიშხალა), გიგა ზარნაძე (პეგასი), ნიკოლოზ ბაჯალაძე (ფოთი), დავით ყორიაული (თელავი), გიორგი ჭერაშვილი, ლევან ბურკაძე (ყვარელი), გიგა ბაინაზაშვილი (იმედი), ლექსო სხვიტარიძე (მამული), ენრიკე ბაზანოვი (შევარდენი), ლაშა გრიგოლია (ზუგდიდი)
ხაზი: ნოდარ მაისურაძე (პეგასი), ერეკლე არსენაშვილი (ქარიშხალა), ბექა დანელიშვილი (თელავი), გიორგი ბიბილეიშვილი (ფოთი), გიორგი ტალახაძე, ლუკა სექანია (მამული), გიორგი მიქავა (იმედი)