30/11/13 საქართველო – რუსეთი 33:28, სომხეთის პრემიერ მინისტრის თასი ჩვენია

სომხეთის პრემიერ მინისტრის თასის ბოლო ტურში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა (1996-97) დაამარცხა რუსეთის ნაკრები, 33:28 და პირველი ადგილი დაიკავა.

როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვახტანგ ბერიაშვილმა ერევნიდან გვაცნობა, თამაში ქართველების უპირატესობით მიმდინარეობდა, ტაიმი 17:13 მოგიგეთ და მთელი მატჩის განმავლობაში წინ ვიყავით. რუსებმა მსოლოდ ორჯერ მოახერხეს სხვაობის 3 ბურთამდე შემცირება. 11 გოლი გაიტანა სტუს-შუამარბმა თემურ ორჯონიკიძემ (მის ანგარიშზე 36 გოლია 3 თამაშში), 9 გოლი შეაგდო პეგასის ინსაიდმა ალექსანდრე ცხვარაშვილმა, 7 – სამტრედიის ხაზის მოთამაშემ ჯაბა ხაჟომიამ, 4 – სტუ-ს გარემარბმა ირაკლი გოგოლაძემ, თითო – იმედის ინსაიდმა გივი გიორგაძემ და პეგასის ხაზმა გიგა კოხრეიძემ. გამოსარჩევია პეგასის მეკარის, ზურაბ ცინცაძის კარგი თამაშიც.

ამ თამაშამდე საქართველოს ნაკრებმა მოუგო უკრაინას (33:28) და სომხეთს (32:21), ხოლო რუსებს იგივე მეტოქეები გაცილებით დიდი სხვაობით ყავდათ დამარცხებულები (43:16, 45:13).

ჩვენი 18-წლამდელთა გუნდი ტიტე კალანდაძისა და გიორგი გვაზავას ხელმძღვანელობით გააგრძელებს მზადებას ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის, რომელიც 10-12 იანვარს გაიმართება ხორვატიაში. მეტოქეები არიან ხორვატია, მაკედონია და ჰოლანდია. ფინალურ ტურნირზე, რომელიც აგვისტოში გაიმართება პოლონეთში, ჯგუფიდან 2 გუნდი გადის.

სომხეთის პრემიერ მინისტრის თასი (18 წ). ერევანი

30 ნოემბერი, მესამე ტური

საქართველო – რუსეთი 33:28

საქართველო: ცინცაძე, ხიდეშელი – ორჯონიკიძე 11, ცხვარაშვილი 9, ხაჟომია 7, გოგოლაძე 4, გიორგაძე 1, კოხრეიძე 1, აბჟანდაძე, დემეტრაშვილი, ბაძაღუა, დიხამინჯია, ცუხიშვილი, ნაზღაიძე (მწვრთნელები ტიტე კალანდაძე, გიორგი გვაზავა)

უკრაინა – სომხეთი 20:21

საქართველო 6 ქულა, რუსეთი 4, სომხეთი 2, უკრაინა 0

10 იანვარი, საქართველო – ჰოლანდია

11 იანვარი, საქართველო – ხორვატია

12 იანვარი, საქართველო – მაკედონია

ფინალურ ეტაპზე გადის 2 გუნდი

 

Leave a Reply