30/11/13 თელავი აღმოსავლეთის ჩემპიონია


თელავში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 1998-99 წლებში დაბადებულ ბიჭებს შორის აღმოსავლეთ ლიგაში. ბოლო მატჩში თელავი 31:33 დამარცხდა ყვარელთან, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობით მაინც გახდა ჩემპიონი.

სამმა გუნდმა – თელავმა, ყვარელმა და გორმა 8 თამაში მოიგო, 2 წააგო და 16-16 ქულა დააგროვა. პირად შეხვედრებიში თელავს ბალანსი +2 აღმოაჩნდა, გორს +1, ყვარელს – 3. ადგილებიც ასე განაწილდა. სამივე გუნდი ბრძოლას გააგრძელებს უკვე საქართველოს ჩემპიონობისთვის, სადაც გავლენ აღმოსავლეთის, დასავლეთისა და თბილისის ლიგების 3-3 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო მეოთხე ადგილი.

თამაში საოცარი სცენარით განვითარდა. თელავმა ტაიმმი 19:15 მოიგო, მაგრამ შესვენების შემდეგ ყვარელმა დევნა წამოიწყო და ტაიმის შუაში დაწინაურდა. დასრულებამდე წუთით ადრე ყვარელი 4 ბურთით იგებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩემპიონი ხდებოდა გორი. 5 ბურთით გამარჯვების შემთხვევაში ყვარელი მეორე ადგილზე გადაინაცვლებდა, ხოლო 6-ბურთიან სხვაობაზე თავად ხდებოდა ჩემპიონი, მაგრამ 2 ბურთი თელაველებმა გაიტანეს და 3 გუნდს შორის მატჩებში ბურთების სხვაობის მიხედვით, მხოლოდ 1 ბურთით აჯობეს გორს.

ამგვარად, აღმოსავლეთის ლიგის ჩემპიონი გახდა, თელავი (მწვრთნელები ანდრო ანდრიაშვილი და შალვა მამალაშვილი), მეორე ადგილზეა გორი (გია მამაცაშვილი და თორნიკე გაგლოშვილი), მესამე პრიზიორია ყვარელი (გოჩა ღონიაშვილი და ზურაბ ხარებაშვილი).

მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა გამარჯვებულთა დაჯილდოება, რომელშიც მონაწილეობდნენ ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე, ვიცე-პრეზიდენტები იმედო ფხაკაძე და ვახტანგ მეიფარიანი, ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი დიმიტრი აბესაძე, კახეთის რეგიონული ფედერაციის თავმჯდომარე გიორგი სვიმონიშვილი.

4-6 დეკემბერს დასავლეთის ლიგის ჩემპიონი გამოვლინდება სენაკში, ხოლო 9-13 დეკემბერს -თბილისის ლიგის პრიზიორები. 10 საუკეთესო გუნდი ბრძოლას განაგრძობს უკვე საქართველოს ჩემპიონობისთვის. ერთწრიანი ტურნირის შემდეგ გამოვლინდება 6 საუკეთესო გუნდი, რომლებიც ფინალურ ტურს გამართავენ. ქულების ათვლა მეორე და მესამე ეტაპებზე ნულიდან დაიწყება.

საქართველოს ჩემპიონატი

ბიჭები, 1998-99 . აღმოსავლეთი . მეორე წრე, თელავი

30 ნოემბერი

ყვარელი – თელავი 33:31

ყვარელი: მოლაშვილი – ჭერაშვილი 9, დოლმაზაშვილი 8, ჯიქურაშვილი 7, ბურკაძე 5, ხაჩიშვილი 4, ცულიკაშვილი

თელავი: ლილუაშვილი – დანილაშვილი 21, ჯაშიაშვილი 3, ბაჩიაშვილი 3, გიგაური 2, კაიშაური 1, ყორიაული 1

საბოლოო მდგომარეობა: 1. თელავი 16 ქულა (+2) 2. გორი 16 (+1) 3. ყვარელი 16 (-3), / 4. რუსთავი 8 / 5. ახაშენი 2 6. ლაგოდეხი 2

მატჩები სამ გუნდს შორის: თელავი – გორი 29:26, 24:29, გორი – ყვარელი 28:27, 22:24, თელავი – ყვარელი 31:25, 31:33

დასავლეთი. მეორე ტური 4-6 დეკემბერს სენაკში

ფოთი 10 ქულა, სამტრედია 8, ზუგდიდი 6 / წყალტუბო 4 / ქუთაისი 2, ბათუმი 0

თბილისი. მეორე ტური – 913 დეკემბერს

ქარიშხალა 9 ქულა, პეგასი 9, მამული 6 / იმედი 4 / შევარდენი 2, ქარელი 0

მეორე ეტაპზე გადის 3-3 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო 4 ადგილი

Leave a Reply