30/01/15 გოგონათა ნაკრების პირველი მოგება
საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა ბელარუსში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და 35-33 გაიმარჯვა.
საქართველოს ჩვიდმეტწლამდელების მეტოქე იყო მინსკის თანატოლთა გუნდი. პირველი ტაიმი ფრედ, 18-18 დასრულდა. ქართველებს შორის ყველაზე შედეგიანი იყო გამთამაშებელი ანა ყველაშვილი – 11 გოლი.
გუნდი ბელარუსში 3 თებერვლამდე დარჩება და კიდევ 4 მატჩი უნდა გამართოს, მათ შორის ბელარუსის ნაკრებთან.
30 იანვარი, მინსკი
მინსკი (17წ) – საქართველო (17წ) 33-35
მინსკი: ბაშევა – იანცევიჩი 12, ზენჩიკი 8, პილიპეცი 7, სოლოვიევა 5, დვორნიკოვა 1, ლოვჩევა, დ. პოპოვა, ვ. პოპოვა – მწ. ოლეი
საქართველო – ყაველაშვილი, ჩაჩუა – ყველაშვილი 11, ღვალაძე 6, გაბისონია 5, კუნელაშვილი 3, ჩოხელი 3, ჩოგოვაძე 3, გიორგაძე 2, თეთრაშვილი 1, ქიტესაშვილი 1, ბერიძე, მიხელიძე – მწ. ერაძე, გვაზავა