29/11/13 სამი მერვედფინალისტი ოფიციალურად გამოვლინდა
სამი მატჩი გაიმართა ჩემპიონთა ლიგაზე. სატურნირო სიტუაცია ნელ-ნელა ცხადდება.
მერვედფინალის საგზური პირველმა, 6 ტურის შემდეგ, მოიპოვა უნგრუმა ვესპრემმა. მეშვიდე ტურის პირველივე მატჩის შემდეგ ოთხეულში მოხვედრა გაინაღდა მოქმედმა ჩემპიონმა, ჰამბურგმა, ვინც შინ იოლად დაამარცხა ესპანური ლა რიოხა – 34:27.
გუშინდელ ერთადერთ თამაშში გერმანულმა რეინ-ნეკარ ლიოვენმა სტუმრად მოუგო მოტორ ზაპოროჟიეს – 32:26 და მესამე მერვედფინალისტი გახდა ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე 3 ტურით ადრე. გერმანელთა მეკარემ ნიკლას ლანდინმა 20 ბურთი მოიგერია.
ტურის დანარჩენი 9 მატჩი შაბათ-კვირას გაიმართება და მოსალოდნელია, რომ მერვედფინალის საგზურს უკვე ოფიციალურად გაინაღდებენ გერმანული კილი, დანიის კოლდინგი და ბარსელონა.
მეშვიდე ტურის შემდეგ თებერვლამდე შესვენება გამოცხადდება. დეკემბერ-იანვარი უკვე სანაკრებო თვეებია. 6-22 დეკემბერს სერბეთში იმართება ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი, ხოლო იანვარში, დანიაში კაცები ევროპის ჩემპიონს გამოავლენენ.
იანვარში მსოფლიო ჩემპიონატის 4 საკვალიფიკაციო მატჩი აქვს საქართველოს ეროვნულ გუნდსაც.
ფოტო: ჰამბურგი – ლა რიოხა
ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. ჯგუფური ეტაპი.
7 ტური. 27 ნოემბერი-1 დეკემბერი
A ჯგუფი
მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) – რეინ–ნეკარ ლიოვენი (გერ) 26:32
30 ნოე, 21:15 ვესპრემი (უნგ) – სტ. პეტერბურგი (რუს)
30 ნოე, 23:30 ცელიე ლაშკო (სლნ) – ოსიგურანიე ზაგრები (ხორ)
ვესპრემი 12 ქულა, რეინ–ნეკარი 11, ზაპოროჟიე 7, ცელიე 4 / ზაგრები 4, სტ. პეტერბურგი 0
D ჯგუფი
დროტ ჰალმსტადი (შვდ) – გორენიე ველენიე (სლნ) 32:40
ჰამბურგი (გერ) – ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ) 34:27
1 დეკ, 19:00 ოლბორგი (დან) – ფლენზბურგი (გერ)
ჰამბურგი 12, ფლენზბურგი 9, ოლბორგი 8, გორენიე 6 / ლოგრონიო 4, ჰალმსტადი 1
B ჯგუფი
30 ნოე, 20:00 პორტუ (პორ) – კოლდინგი (დან)
30 ნოე, 21:00 დიუნკერკი (საფ) – ტარგი კილცე (პოლ)
1 დეკ, 17:30 კილი (გერ) – ვისლა პლოცკი (პოლ)
კილი, კოლდინგი 10, კილცე 8, ვისლა 6 / პორტუ 2, დიუნკერკი 0
C ჯგუფი
30 ნოე, 19:15 ბარსელონა (ესპ) – ვარდარ სკოპიე (მკდ)
1 დეკ, 18:00 დინამო მინსკი (ბლრ) – პსჟ (საფ)
1 დეკ, 21:00 მეტალურგ სკოპიე (მკდ) – ვაკერ თიუნი (შვც)
ბარსელონა 11, მეტალურგი 8, პსჟ 7, ვარდარი 6 / დინამო 4, თიუნი 0
მერვედფინალში გადის 4–4 გუნდი