29/04/15 ლუქსემბურგი დასამარცხებელია

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ხუთშაბათს განაგრძობს ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს და ქუთაისის სპორტის სასახლეში ლუქსემბურგის ნაკრებს მასპინძლობს. კვირას მეტოქეს უკვე ლუქსემბურგში ვეთამაშებით.

შემოდგომაზე ორი მატჩი გვქონდა ჯგუფის მესამე წევრთან, ესტონეთთან, რაც ჯამში ფრედ, 55-55 დასრულდა. წესით, მეორე ეტაპზე, პლეიოფში უნდა გავიდეს ის გუნდი, ვინც ორივე თამაშს უფრო დიდი სხვაობით მოუგებს ლუქსემბურგს. ამ მხრივ ესტონეთს ის უპირატესობა აქვს, რომ მეტოქეს ივნისში ეთამაშება და ეცოდინება, რამდენი ბურთით მოგება დასჭირდება. თუმცა, შესაძლოა, ეს ტყუილი ვარაუდიც გამოდგეს, რადგან სახელბურთო ლუქსემბურგი სულაც არაა ევროპის უკანასკნელი მაჩანჩალა. მას თავადაც ექნება პირველობის სურვილი.

ის, რომ ლუქსემბურგი ბრძოლისუნარიანი გუნდია, ამას 2008 წლის ჩელენჯ ტროფის ფინალური მატჩის შედეგიც ადასტურებს. თამაში დანიაში, დრამენში გაიმართა, ჩვენები 7-8 ბურთით იგებდნენ, მაგრამ მეტოქემ სხვაობა ერთ ბურთამდე შეგვიმცირა და გვარიანად გვანერვიულა – 27-28.

იმ მატჩის მონაწილეთაგან ლუქსემბურგის გუნდში დღესაც თამაშობენ ქრისტიან ბოკი, დანი სხოლტენი, დანიელ ლეი და მარტინ მიულერი. ეს უკანასკნელი საქართველოში ჩამოსული 15 ლუქსემბურგელიდან ერთადერთია, ვინც უცხოურ კლუბში, ფრანგულ ნანსიში თამაშობს.

2008 წლის ჩელენჯ ტროფის გამარჯვებულთაგან 6 კაცია საქართველოს ნაკრების დღევანდელ განაცხადში – შოთა თევზაძე, აკაკი ტალახაძე, უჩა მაისურაძე, ილია გოგალაძე, რევაზ ჭანტურია და სერგო დათუკაშვილი, რომელმაც ფინალში ლუქსემბურგს 10 გოლი გაუტანა, მაგრამ დღეს ტრავმირებულია და, თითქმის გამორიცხულია, რომ ითამაშოს. იმ შემადგენლობიდან ქუთაისში დაგვაკლდებიან რატი მსხვილიძე და ვლადიმერ რუსიაც, მაგრამ ლუქსემბურგს მაინც უსიკვდილოდ უნდა მოვუგოთ.

ლუქსემბურგის ნაკრები 29 ივლისს ჩავიდა თამაშის ადგილზე, საქართველოს ნაკრები – ერთი დღით ადრე. ორივე გუნდი წყალტუბოში, სასტუმრო პლაზაში დაბინავდა.

თამაშის პირდაპირ სტრიმინგს საქართველოს ხელბურთის ფედერაცია 18 საათიდან მოაწყობს იუთუბის საკუთარ გვერდზე. ზუსტი ლინკი მატჩის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე დაიდება ფედერაციის ფეისბუკზე: https://www.facebook.com/GEONHF

ხელბურთი. ევრო 2018. პირველი შესარჩევი ეტაპი

B ჯგუფი – ესტონეთი, ლუქსემბურგი, საქართველო

(პლეიოფში გადის ჯგუფის გამარჯვებული)

29.10.2014 ესტონეთი – საქართველო 28-26

02.11.2014. საქართველო-ესტონეთი 29-27

30 აპრილი, ქუთაისის სპორტის სასახლე, 18:00

საქართველო-ლუქსემბურგი

საქართველო: 16. გიგა ტორონჯაძე (ტრაბზონსფორი, თურ) 22. შოთა თევზაძე (ოდორჰეი, რუმ) –  5. გიორგი გვაზავა (სტუ)ც7. უჩა გამზარდია (ბათუმი) 8. ზურაბ სიმონია (თუთუნსფორი, თურ) 9. სერგო დათუკაშვილი (ვოივოდინა, სრბ) 14. ირაკლი ჩიქოვანი (ტიმიშოარა, რუმ) 15. ლექსო წითელიშვილი (თუთუნსფორი, თურ) 17. ზურაბ აბრამიშვილი (ბათუმი)18. უჩა მაისურაძე (ქუთაისი)19. რობერტ ბეჟანიშვილი (სტუ) 20. შოთა გრიშიკაშვილი (ბათუმი) 23. რევაზ ჭანტურია (სტრუმიცა, მკდ) 31. ილია გოგალაძე (ბათუმი)  77. აკაკი ტალახაძე (თავრიზი, ირა) – მთავარი მწვრთნელი ირაკლი კეკელიძე, მწვრთნელი ბექარ ორჯონიკიძე, ექიმი ლევან ლინნიკი

ლუქსემბურგი: 1. ქრის ოჟე (კერიენგი) 12. მიკა ჰერმანი (დიუდელანჟი) – 3. სამუელ ბაუმი (ეში) 4. მარტინ მიულერი (ნანსი, საფ) 6. დანი სხოლტენი (ეში) 7. ალენ ზეკანი (რედ ბოისი) 8. საშა მარზადორი (ეში) 10. საშა პული (ეში) 11. ტომ მაისი (კერიენგი) 14. ქრისტიან ბოკი (ეში) 19. დანიელ ლეი (დიუდელანჟი) 22. ერიკ შრიოდერი (კერიენგი) 23. დანიელ შაიდი (რედ ბოისი) 27. მაქს კოლი (ეში) 94. იანიკ ბარდინა (ლორი) – მწვრთნელი: ადრიან სტოტი

მსაჯები: ძმიტრი ნაბოკაუ, სიარჰეი კულიკი (ბლრ)

დელეგატი: დელიან გენჩევი (ბულ)

03.05.2015. ლუქსემბურგი – საქართველო

10.06.2015. ლუქსემბურგი-ესტონეთი

13.06. 2015. ესტონეთი-ლუქსემბურგი

იუზა კაციტაძის ფოტო: 29 აპრილი. საქართველოს ნაკრები ნაკრების ვარჯიში ქუთაისის სპორტის სასახლეში

Leave a Reply