EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

28/11/13 ჭაბუკთა ნაკრები უკრაინასთან მოგებით იწყებს

სომხეთის პრემიერ მინისტრის თასის პირველ ტურში საქართველოს თვრამეტწლამდელთა ნაკრებმა 33:28 დაამარცხა უკრაინის გუნდი.

ქართველი ჭაბუკებიდან ყველაზე მეტი, 18 გოლი გაიტანა სტუ-ს შუამარბმა თეიმურაზ ორჯონიკიძემ (ფოტოზე), 7 – პეგასის ცაცია ინსაიდმა ალექსანდრე ცხვარაშვილმა, 4 – სამტრედიის ხაზის მოთამაშემ ჯაბა ხაჟომიამ. მეორე მატჩში რუსეთის ნაკრებმა დაამარცხა სომხეთი – 45:13.

ხვალ ქართველი ჭაბუკები ეთამაშებიან სომხებს, ხოლო ჩემპიონი ბოლო ტურში, რუსეთ-საქართველოს შეხვედრაში გაირკვევა.

ტიტე კალანდაძისა და გიორგი გვაზავას ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები ემზადება ევროპის 2014 წლის 18-წლამდელთა ჩემპიონატისთვის. შესარჩევი ტურნირი გუნდს 10-12 იანვარს აქვს ხორვატიაში – ხორვატიის, მაკედონიისა და ჰოლანდიის გუნდების წინააღმდეგ. ფინალურ ტურნირზე, რომელიც აგვისტოში გაიმართება პოლონეთში, ჯგუფიდან 2 გუნდი გადის.

სომხეთის პრემიერ მინისტრის თასი. ერევანი. 18-წლამდელები

28 ნოემბერი

საქართველო – უკრაინა 33:28

საქართველო: ცინცაძე, ხიდეშელი – ორჯონიკიძე 18, ცხვარაშვილი 7, ხაჟომია 4, გიორგაძე 2, დემეტრაშვილი 1, კოხრეიძე 1, ბაძაღუა, გოგოლაძე, აბჟანდაძე, დიხამინჯია, ცუხიშვილი, ნაზღაიძე

რუსეთი – სომხეთი 45:13

29 ნოემბერი, 14:00 რუსეთი – უკრაინა, 16:00 სომხეთი – საქართველო

30 ნოემბერი, 12:00 საქართველო – რუსეთი, 14:00 სომხეთი – უკრაინა

ევროპის 18წ ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ხორვატიაში

10 იანვარი, საქართველო – ჰოლანდია

11 იანვარი, საქართველო – ხორვატია

12 იანვარი, საქართველო – მაკედონია

ფინალურ ეტაპზე გადის 2 გუნდი

 

Leave a Reply