27/03/14 ბოლო დღე და ორი დარჩენილი საგზური

საქართველოს ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპზე 1998-99 წლებში დაბადებულ ბიჭებს შორის გამოვლინდა მეოთხე ფინალისტიც. მამულმა 39:22 დაამარცხა სამტრედია და ექვსეულში ადგილი გაინაღდა. ორი ფინალისტი პარასკევს, შეჯიბრების ბოლო დღეს გამოვლინდება.

 

ხუთშაბათს ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ფოთსა და ზუგდიდს შორის გაიმართა. ფოთელთა მწვრთნელმა თემურ ჭანტურიამ პერსონალურად ააყვანინა ზუგდიდელთა ლიდერი ლაშა გრიგოლია, რამაც შედეგი გამოიღო. ზუგდიდმა მხოლოდ პირველ ტაიმში გასწია წინააღმდეგობა, მეორეში კი ფოთმა სხვაობა გაზარდა – 29:18.

ბოლო დღის წინ სიტუაცია ასეთია: დარჩენილი ორი საგზურისთვის იბრძვის 3 გუნდი – გორი, ფოთი (8-8 ქულა) და ზუგდიდი (6). უკეთეს მდგომარეობაშია ფოთის გუნდი, რომელსაც ბოლო ტურში ფრეც ყოფნის თელავთან და, შესაძლოა, წაგების შემთხვევაშიც მოხვდეს ექვსეულში.

გორი და ზუგდიდი ერთმანეთს ეთამაშებიან. თუ ფოთმა არ წააგო თელავთან, მაშინ ზუგდიდს ნებისმიერი სხვაობით მოგება აწყობს გორთან და პირადი მოგების წყალობით აჯობებს. თუ ფოთი დამარცხდა და ზუგდიდმა მოიგო, მაშინ დაითვლება ბურთების სხვაობა სამ გუნდს შორის და ზუგდიდელებს მინიმუმ 10 ბურთით მოგება დასჭირდებათ.

ფინალური ექვსეული 25-29 აპრილს ითამაშებს საქართველოს ჩემპიონობისთვის.

საქართველოს ჩემპიონატი. 1998-99, ბიჭები

საგაზაფხულო ეტაპი, საერთო ტური

27 მარტი, არენა

თელავი – ყვარელი 21:16

თელავი: ლილუაშვილი, ერგემლიძე – დანელიშვილი 9, ბაჩიაშვილი 5, საღირაშვილი 3, კაიშაური 2, ყორიაული 1, გიგაური 1, აღვინოვი, ხელაშვილი, მესხიშვილი, გაგნიძე

ყვარელი: მამუკიშვილი – ხაჩიშვილი 7, ჭერაშვილი 4, ჯიქურიშვილი 3, ბეჟანიშვილი 1, მეტრეველი 1, ბურკაძე, ელოშვილი

მამული – სამტრედია 39:22

მამული: დავითაშვილი, წულიაშვილი – კორაშვილი 14, ტალახაძე 7, ისმაილოვი 6, სხვიტარიძე 6, შევჩენკო 2, თოდუა 2, ძაგანია 2, სექანია, ცხვედიანი, არუთინიანი, სამადაშვილი

სამტრედია: გოგუა 1 – ანტონოვიჩი 11, ბოცვაძე 5, ცხვარაძე 4, ჯორბენაძე 1, ზურაბიანი, ძნელაძე, ხვიჩია

პეგასი – გორი 42:22

პეგასი: ზურაბიშვილი 1, მჭედლიძე – ცხოვრებაძე 10, გოგავა 8, გაწერელია 5, მაისურაძე 5, ნაზღაიძე 4, ზარნაძე 4, ლაპიაშვილი 2, ხვადაგიანი 2, კაჭკაჭაშვილი 1, კალანდაძე, ალბუთაშვილი, ბაბუციძე

გორი: ვათიაშვილი – მჭედლიშვილი 7, ნიაზაშვილი 5, ტარუაშვილი 3, დალაქიშვილი 3, მურადაშვილი 2, ტიელიძე 1, ბეთლემიშვილი 1, ღვინიაშვილი, ქესანაშვილი, გახოკიძე, თომაშვილი

ფოთი – ზუგდიდი 29:18

ფოთი: ზარგინავა – მიქაძე 9, ბერაია 6, ბიბილეიშვილი 5, ბაჯალაძე 5, გვასალია 3, გურეშიძე 1, ჯიქია, მიქაია, წულაია, ლორთქიფანიძე

ზუგდიდი: ხასია – ძაძამია 5, ბულია 5, გრიგოლია 2, კუკავა 2, ხურციძე 2, ესართია 1, კვარაცხელია 1,

თოდუა, ჩიქობავა, ეხვაია, გოგოხია

ქარიშხალა – იმედი 33:26

ქარიშხალა: ხანდოლიშვილი, ხიდაშელი – ბულბულაშვილი 12, არსენაშვილი 6, კბილაშვილი 6, ფერაძე 4, ჯინჭარაძე 2, გოგუა 2, კვირკველია 1, მამულაშვილი, ფხაკაძე, ფარესიშვილი, აროშიძე

იმედი: ხარაიშვილი – იობაშვილი 7, რუსტამოვი 6, ბაინაზაშვილი 3, ჰუსეინოვი 2, მიქავა 2, თურქაძე 2, მღებრიშვილი 2, მელაშვილი 1, დვალიძე 1, საძაგლიშვილი

მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი, ზურაბ ქოქოსაძე, გია წივწივაძე, გიორგი სამყურაშვილი

 

მდგომარეობა-მ-ფ-წ—სხ—ქ

 

 

პეგასი ——-8-0-0 +96-16

ქარიშხალა– 8-0-0 +94-16

იმედი——–6-0-2 +38-12

მამული——5-0-3 +110

გორი———4-0-4 +4–8

ფოთი——–4-0-4 258

——————————

ზუგდიდი –3-0-5 33–6

თელავი——1-0-7 -432

სამტრედია–1-0-7 55–2

ყვარელი —–0-0-8 -77–0

28 მარტი

12:00 თელავი – ფოთი, არენა 2

13:30 ყვარელი – სამტრედია, არენა 2

15:00 ზუგდიდი – გორი, არენა 2

16:00 მამული – იმედი, არენა 1

17:30 პეგასი – ქარიშხალა, არენა 1

 

Leave a Reply