27/02/14 მამული: მინუს ცხრიდან პლიუს ერთამდე
საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპზე პირველად დამარცხდა გორის გუნდი, პირველი გამარჯვება მოიპოვა ფოთის გუნდმა.
გორელები თამაშის დასაწყისში 9 ბურთით, 11:2 უგებდნენ თბილისის მამულს, თუმცა, ტრავმის გამო გამოაკლდათ ერთ-ერთი ლიდერი, ტარიელ მჭედლიშვილი. მამულმა სხვაობის შემცირება დაიწყო, მაგრამ ტაიმი გორმა მოიგო 17:13 და 3-4 ბურთიან უპირატესობას კიდევ კარგა ხანი ინარჩუნებდა. თამაში გადატყდა დასრულებამდე 10 წუთით ადრე, როდესაც მამულმა გაათანაბრა ანგარიში – 23:23, შემდეგ დაწინაურდა და მოიგო კიდეც – 28:27. გამარჯვებულთა შორის 10-10 გოლი გაიტანეს გიორგი შევჩენკომ და თამაზ კორაშვილმა. მამული და გორი 3-3 თამაშის შემდეგ 4-4 ქულით თანაბრად არიან.
ფოთის გუნდმა 34:24 დაამარცხა ყვარელი, რომელმაც 4 მოგებით დაასრულა პირველი ტური. ხვალ პირველი ხუთეული თამაშებს დაასრულებს, ხოლო ორშაბათიდან საქმეში ჩაებმება დანარჩენი 5 გუნდი.
საქართველოს ჩემპიონატი
1998-98, ბიჭები. საგაზაფხულო ეტაპი
პირველი ხუთეული
ფოთი, გორი, ყვარელი, ქარიშხალა, მამული
27 თებერვალი , არენა 1
გორი – მამული 27:28
გორი: ვათიაშვილი – დალაქიშვილი 11, მურადაშვილი 5, ტარუაშვილი 5, ნიაზაშვილი 2, მჭედლიშვილი 1, ქესანაშვილი 1, ტიელიძე 1, გახოკიძე 1
მამული: წულიაშვილი – შევჩენკო 10, კორაშვილი 10, სხვიტარიძე 3, ისმაილოვი 3, თოდუა 1, ტალახაძე 1, ცხვედიანი, სექანია, ძაგანია
მსაჯები: ინა ჭკუასელი, ელენე არაბული
ფოთი – ყვარელი 34:24
ფოთი: ზარგინავა, ჯანელიძე – ბიბილეიშვილი 11, მიქაძე 8, გურეშიძე 7, ბერაია 4, ჯიქია 3, ბაჯალაძე 1, წულაია გვასალია, მიქაია, შარტავა
ყვარელი: მოლაშვილი, მამუკიშვილი – ჯიქურიშვილი 9, ხაჩიშვილი 8, დოლმაზაშვილი 5, ჭერაშვილი 1, ბურკაძე 1, მეტრეველი, ცუკილაშვილი, ბეჟანიშვილი, ელოშვილი
მსაჯები: გია წივწივაძე, გაგა სამყურაშვილი
ქარიშხალა 6 ქულა (3 თამაშიდან), გორი 4 (3) მამული 4 (3), ფოთი 2 (3), ყვარელი 0 (4)
28 თებერვალი, არენა 1
16:00 ქარიშხალა – გორი
17:30 მამული – ფოთი
მეორე ხუთეული (თელავი, პეგასი, სამტრედია, იმედი, ზუგდიდი) ითამაშებს თბილისში, 3-7 მარტს. საერთო ტური – 24-28 მარტს. საუკეთესო ექვსეული გავა ფინალურ ეტაპზე, რომელიც გაიმართება 5-9 მაისს.