gnhf-rrr

26/10/15 ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ხელბურთის ეროვნული ნაკრები 4 ნოემბერს მოემგზავრება თელ ავივში, სადაც 5-7 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი აქვს ისრაელის, პორტუგალიისა და ესტონეთის წინააღმდეგ. ნაკრების ახალმა მწვრთნელმა, ლევან გელაშვილმა უკვე დაასახელა გუნდის გაფართოებული შემადგენლობა.

ორშაბათიდან თბილისში შეიკრიბება 19 ხელბურთელი და გლდანის ხელბურთის აკადემიაში ივარჯიშებს. მათ შორის არიან ირანში მოთამაშე აკაკი ტალახაძე და 18 კაცი, ვინც მწვრთნელმა საქართველოს თასის მიხედვით შეარჩია. ნაკრებში წარმომადგენლობა აქვს 7 ქართულ კლუბს, მათ შორის რამდენიმე დებიუტანტია.

კვირის ბოლოდან 19 მოთამაშეს დაემატებიან შოთა თევზაძე, ირაკლი ჩიქოვანი, სერგო დათუკაშვილი, რებაზ ჭანტურია და რატი მსხვილიძე. ლეგიონერებიდან დაგვაკლდება მხოლოდ ვლადიმერ რუსია, რომელიც ბოლო პერიოდია, კლუბშიც არ თამაშობს, პირადული პრობლემის გამო.

საბოლოოდ, ისრაელში 16 ხელბურთელი გაემგზავრება. საკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილეობს ყველა ის ქვეყანა, რომელიც ვერ მოხვდა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე. მეორე ეტაპი, პლეიოფი, გაიმართება 2016 წლის ივნისში. პირველი ეტაპის 6 ჯგუფის 6 გამარჯვებულს დაემატება 12 ქვეყანა, ვინც პირდაპირ ევრო 2016-დან ვერ მოიპოვებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს. 18 გუნდი დაწყვილდება და შინ/სტუმრად ფორმატით გამოავლენს კიდევ 9 ევროპული საგზურის მფლობელის ვინაობას.

საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციიო ტურნირის წინ

მეკარეები: შოთა თევზაძე (რეშიცა, რუმ), გიორგი სამყურაშვილი (ქუთაისი), კორნელი ანდრიაძე (ბათუმი), ზურაბ ცინცაძე (პეგასი)

მარცხენა გარემარბები: ზურაბ აბრამიშვილი (ბათუმი), უჩა გამზარდია (ფოთი), ილია გოგალაძე (ბათუმი)

მარცხენა ინსაიდები: სერგო დათუკაშვილი (ვოივოდინა, სრბ), ლექსო წითელიშვილი (სამტრედია), თემურ ორჯონიკიძე (სტუ), ირაკლი კბილაშვილი (ქუთაისი)

გამთამაშებლები: ირაკლი ჩიქოვანი (ტიმიშოარა,რუმ), აკაკი ტალახაძე (თავრიზი, ირა), ირაკლი თევზაძე (სამტრედია)

პივოტები: უჩა მაისურაძე (ბათუმი), გიგა კოხრეიძე (პეგასი), გიორგი წივწივაძე (ბათუმი)

მარჯვენა ინსაიდები: რატი მსხვილიძე (ტრაბზონ აქჩაბათი, თურ), გიორგი ტიელიძე (გორი), შალვა სტურუა (სტუ), ლევან ბერძენიშვილი (ბათუმი)

მარჯვენა გარემარბები: რევაზ ჭანტურია (სტრუმიცა, მკდ), გიორგი დიხამინჯია (პეგასი), ირაკლი გოგოლაძე (სამტრედია)

მთავარი მწვრთნელი ლევან გელაშვილი, მწვრთნელი გიორგი გვაზავა, ექიმი ლევან ლინნიკი

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2017 საფრანგეთში.

კვალიფიკაციის პირველი ეტაპი

4 ჯგუფი: პორტუგალია, ისრაელი, ესტონეთი, საქართველო (თელ ავივში)

5 ნოემბერი: პორტუგალია-ესტონეთი, ისრაელი-საქართველო

6 ნოემბერი: ესტონეთი-ისრაელი, საქართველო-პორტუგალია

7 ნოემბერი: ესტონეთი-საქართველო, პორტუგალია-ისრაელი

პლეიოფ გადის თითო გამარჯვებული

 

 

Leave a Reply