24/02/15 ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართა

ვენაში გაიმართა 2014-15 წლის ვაჟთა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრა. შარშანდელი ფინალისტები, ფლენზბურგი და კილი წლეულს უკვე მერვედფინალში დაწყვილდნენ.

 

ამის შანსი ერთი მეოთხედი იყო, რადგანაც კილმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ფლენზბურგმა – მეოთხე. შარშანდელი ფინალი ფლენზბურგმა 30-28 მოიგო, მაგრამ მას წლეულს გუნდს აკლდა იმ გამარჯვების ორი მთავარი გმირი – შტეფენ ვაინჰოლდი სწორედ კილში გადავიდა, ხოლო ჰოლგერ გლანდორფი ტრავმირებულია და მსოფლიო ჩემპიონატიც გამოტოვა.

შარშანდელი ოთხთა ფინალის კიდევ ორმა მონაწილემ, ბარსელონამ და ვესპრემმა წლეულს ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და წილისყრის წინ განთესილი იყო. ბარსელონას მეტოქედ ერგო დანიის ოლბორგი, ხოლო უნგრელებს – ესპანეთის ლა რიოხა.

მერვედფინალის პირველი მატჩები გაიმართება 11-15 მარტს, საპასუხო – 18-22 მარტს. 14-15 და 22-22 აპრილს მეოთხედფინალებია, ხოლო 30-31 მაისს – ოთხთა ფინალი კიოლნში, გერმანია.

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2014-15, კაცები.

მერვედფინალი, 11-15/18-22 მარტი.

ლა რიოხა ლოგრონიო (ესპ) – ვესპრემი (უნგ)

მონპელიე (საფ) – კელცე (პოლ)

ოლბორგი (დან) – ბარსელონა (ესპ)

ფლენზბურგი (გერ) – კილი (გერ)

დიუნკერკი (საფ) – პსჟ (საფ)

ვისლა პლოცკი (პოლ) – ვარდარ სკოპიე (მკდ)

ზაგრები (ხორ) – კოლდინგი (დან)

რაინ-ნეკარ ლიოვენი (გერ) – პიკ სეგედი (უნგ)

ფოტო: ფლენზბურგი-კილი, შარშანდელი ფინალი

 

Leave a Reply